"მილანს ტიტულისთვის ბრძოლაში გაძლიერება სჭირდება" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე საუბარს აგრძელებს...

AutoSharing Option
იტალიური მედია წერს, რომ ბოლო პერიოდში დაკარგული ქულების შემდეგ "მილანს" ენერგია გამოელია, რათა თანაქალაქელ "ინტერს" ტიტულისათვის ებრძოლოს. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ მომავლისათვის ფიქრი უკვე დაიწყო.

"კალჩომერკატოს" ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დადგომისთანავე ლომბარდიელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ყაზანის "რუბინის" ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩას შეტევის ორივე ფლანგსა და პლეიმეიქერადაც შეუძლია თამაში. 

სტატიაში ესპანური "სევილიას" ინტერესზეცაა საუბარი. "კალჩომერკატო" კვარაცხელიას ფასს დაახლოებით 20 მილიონს ასახელებს.

Calciomercato

მკითხველის კომენტარები / 9 /
არის ასეთი ინგლისური ფრაზა make a difference, ანუ განსხვავების შექმნა, სიტუაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. კვარაცხელია არის სწორედ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ ტაქტიკაში შეუძლია განსხვავების შექმნა, როგორც პოზიციური შეტევების დროს, ასევე კონტრშეტევების დროს. მილანისთვის კვარა იქნება მისწრება..
ქუთაისელი
12:19 08-04-2021
0
ხვიჩა "სევილიაში"!
მერაბი
09:47 08-04-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული