გაგნიძეს "იუვენტუსი" და სხვა იტალიური კლუბები აკვირდებიან

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის, "იუვენტუსი" აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

"მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არიან მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: "იუვენტუსმა", "მანჩესტერ სიტიმ","ბარსელონამ" და სხვა კლუბებმა საქართველოში აკადემიები დააარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა,
ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბდებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის "დინამოა". მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამას ბევრი ხედავს. ის იტალიაში გასულ წელს "იუვენტუსმა" შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ "ბიანკონერის" და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
იქნებ ლინკი დადოთ სად წერს? მე ვერ ვიპოვე
კახა
16 აპრილი 2021 08:15
1
სადაა ეს აკადემიები თუ საიდუმლო არაა.
მახო
16 აპრილი 2021 03:10
1
გაგნიძე მომწონს ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მისთვის გრანდების შერჩევა,ხოლო თუ დუბლებზეა საუბარი და არის ამის შესაძლებლობა, რომ ივენტუსის დუბლებში გადავიდეს ეს შესაძლებლობა ვფიქრობ უნდა გამოიყენოს, რადგან ამ ასაკში ივენტუსის დუბლებში თამაში ქართველი ახალგაზრდისთვის უკვე მიჰწევაა იქ 1-2 წელი და მერე შეიძლება მთავარ გუნდშიც მოქცენ შანსი თუ დაიმსახურებ იშრომებ და მწვრთნელებს თავს მოაწონებ.
გარდა მაგისა იქ გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელები არიან, როგორც ტაქტიკური ფიზიკური მომზადების კუთხით და ექნება განვითარების მეტი პერსპექტივა თუ ივენტუსში ძირითად გუნდში არ მოგეცაა შანსი სხვა კლუბი დაგინახავს და წაგიყვანს ასე, რომ თუ არის ინტერესი უნდა წავიდეს მთავარია ნიჭი რაც აქვს პლიუს შრომა თავდაუზოგავი შრომა.
გელა
16 აპრილი 2021 01:25
1
ფიზიკურად მოაძლიერეთ ტრამვებმა რო არ გატანჯოს და კიდე ერთი ნიჭიერი არ დავკარგოთ
შოკირებული გულშემატკივარი
15 აპრილი 2021 23:13
3
ტვინი ნუ წაიღეთ უაზრო ნიუსებით
ჯონი
15 აპრილი 2021 22:47
17
დინამოს თამაშის 10 წუთი მაინც თუ გინახავს შეუძლებელია ეს ბიჭი თვალში არ მოგხვდეს... ფიფიას რაც არ უნდა ვაგინოთ ერთ კარგ საქმეს მაინც აკეთებს - აკადემია მუშაობს. ჩაკვე ნინუა ხვიჩა... ეხლა ეს...

ყველაზე კარგი კი დამოკიდებულება და აზრია დიმარციოსი. რომ პროგრესს განვიცდით და კარგი თაობა გვყავს. ეს დაგვეხმარება ევროპული ბაზრის გახსნაში
მინდია
15 აპრილი 2021 22:35
3
აბა სადაა მაგათი აკადემიები.
dsag
15 აპრილი 2021 22:35
4
შანსი არაა რაის იუვე, ფიფიას სიტყვა აქ მიცემული გენტში პირდაპირ.DDDDDDDD
hhh
15 აპრილი 2021 22:34
2
შანსი არაა რაის იუვე, ფიფიას სიტყვა აქ მიცემული გენტში პირდაპირ.DDDDDDDD
hhh
15 აპრილი 2021 22:33
3
არ გააკაროთ რუსეთს!!!
გენა
15 აპრილი 2021 22:28
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული