"რუბინის" ექიმს დამაიმედებელი პროგნოზი აქვს" - კვარაცხელიას მამის კომენტარი

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "რუბინი" გასვლაზე "ურალს" დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა.

მატჩის 32-ე წუთზე ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

ჩვენ ფეხბურთელის მამას, ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით და ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს 20 წლის ქართველს.

"ხვიჩამ სურათი ხვალ უნდა გადაიღოს და ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი.

საბედნიეროდ, წინასწარი პროგნოზი ძალიან კარგი და დამაიმედებელია. "რუბინის" ექიმი ამბობს, რომ მაქსიმუმ, 10-12 დღის გამოტოვება გახდება საჭირო.

თავად ხვიჩა კი მოედანზე იქამდე არ დაბრუნდება, სანამ დარწმუნებული არ იქნება,
რომ ტრავმის რეციდივი არ ექნება", - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცალსახად მთავარია: ხვიჩა მალე გამოჯანმრთელდეს, მის კარიერაზე ამ ტრავმამ გავლენა არ იქონიოს! მეორე კი, ჩემი აზრით, ზოგი ჭირი სასარგებლოა. ნაკრებმა ითამაშოს მის გარეშე რუმინეთთან და ჰოლანდიასთან. უკეთ გამოჩნდება ვის რა შეუძლია. მათ შორის - ვილისაც!
alexandre
20 აპრილი 2021 12:47
1
ისე გადაღებას 3 და 4 დღე რად უნდა ვერ გავიგე
ტიპი
19 აპრილი 2021 23:05
0
საჭიროდ არ მიიჩნიეს სასწრაფო გადაღება და იმიტომ,ყველაფერს თავისი წესი აქვს,შეშუპებული თუ არის მაგალითად, დააცადო უნდა რამდენიმე დღე , დაცხრება და გადაუღებენ,აბა რა გგონიათ რიგში დგანან პოლიკლინიკაში თუ რა?
archili
20 აპრილი 2021 11:52
0
იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება და მალე დაუბრუნდება მოედანს ჩვენი მარგალიტი!
ქობულეთიდან
19 აპრილი 2021 22:46
0
ხვიჩა ბაბუ ჯანმრთელობას გისურვებ და უფლის წყალობას,შენთვის ვლოცულობ ღოველ დღე.
ნიკოლოზი
19 აპრილი 2021 18:57
0
ᲦმერᲗო ჯანმრᲗელობა მიეცი კვარას
ზურა
19 აპრილი 2021 18:03
1
აგაშენა ღმერთმა, ჯანი ხვიჩას............
სტალინი
19 აპრილი 2021 18:03
0
ჩვენთან რიგით ადამიანს ამდენი ხანი სურათი თუ არ გადაუღო, ოპოზიცია მინისტრის მოხსნას მოითხოვს.
Hoda
19 აპრილი 2021 17:47
5
უფალო კარგად ამყოფე ეს ბავშვი
ss
19 აპრილი 2021 16:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული