საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში მშვენივრად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი "აპოლონთან" 0:2 დამარცხდა.
გიორგიმ ერთ-ერთი ეპიზოდში ურთულესი ბურთი მოიგერია, რომელიც ტურის საუკეთესო "სეივი" გახდა.
"ანორთოსისს" ჩემპიონატიდან ევროთასებზე მოხვედრის შანსები, ფაქტობრივად, აღარ აქვს. ამიტომ ქვეყნის თასზე გამარჯვება თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებისათვის ევროსაგზურის მოპოვების ერთადერთი შესაძლებლობაა.
თასის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრა "ანორთოსისმა" "აპოელთან" 1:0 მოიგო. ხვალ, 21 აპრილს კი, ქართველთა გუნდი განმეორებით შეხვედრას გასვლაზე გამართავს.