მეორე ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „ჰანოვერთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში გოლიც გიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს - შეფასებები: sofascore 7.1, flashscore 6.6, whoscored 6.5.
„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 19 ქულით მეოთხე ადგილზეა და 10 ნოემბერს „პროისენს“ უმასპინძლებს.
ჰანოვერი. „ჰეიდენ არენა“
ჰანოვერი - კარლსრუე 2:1
გოლები: 0:1 ფრანკე (45), 1:1 ნგანკამი (66), 2:1 ჰალსენბერგი (89, პენ)
ბუდუმ ისევ გაიტანა - "კარლსრუე" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]