"მისთვის "ვილიარეალი" ან "სასუოლო" შესანიშნავი ვარიანტები იქნებოდა..." - ბრიტანული გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
extratimetalk-მა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" შთამბეჭდავ თამაშს აგრძელებს და სხვადასხვა კლუბის მხრიდან მისით დაინტერესება კიდევ უფრო იზრდება.

საქართველო ნამდვილად არ შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ტალანტებით ამარაგებენ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს. გარდა კახა კალაძისა, რომელმაც "მილანში" ითამაშა, ალბათ, ძნელად გაგვახსენდება შთამბეჭდავი ფეხბურთელი ამ რეგიონიდან, მაგრამ თუკი არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე ადგილი შეუძლია დაუმკვიდროს, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.

კვარაცხელია ყაზანის "რუბინში" თამაშობს და რუსეთის ჩემპიონატში ნამდვილად შთამბეჭდავად
გამოიყურება. მის ანგარიშზე 23 შეხვედრაში 4 გატანილი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. მან ასევე გაიბრწყინა ეროვნულ ნაკრებში საბერძნეთის და ესპანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშებში.

სულ უფრო და უფრო იზრდება წამყვანი ევროპული კლუბების მხრიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი. საინტერესოა, რა ქმნის ასეთ ინტერესს:

ბრწყინვალე და ნაყოფიერი დრიბლინგი:

როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, ვხედავთ, რომ მას ბურთის კონტროლი ბრწყინვალედ შეუძლია. იგი საშუალოდ 3,4 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს მატჩში, რაც საუკეთესო შედეგია რუსეთის ჩემპიონატში.

ჯამში, ის საშუალოდ 6.9 დრიბლინგს ასრულებს მატჩში და ფლანგის მცველები მუდმივ წნეხში ჰყავს.

მისი ყურება ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან სულ გგონია, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ბურთის საოცარი კონტროლი საშუალებას აძლევს მას, რთული სიტუაციებიდან გამოვიდეს.

დრიბლინგის განხორციელების ნიჭი მას ყაზანის "რუბინისთვის" ნამდვილად მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცევს და აშკარაა, რომ თანაგუნდელები მას ენდობიან.

თამაშის შექმნა

ხვიჩა არა მხოლოდ კარგად ფლობს ბურთს, არამედ მას მომენტების შექმნაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრიბლიორი მხოლოდ ინდივიდუალურ თამაშს ეყრდნობა, ხვიჩა გამონაკლისია და ხშირად სხვებისთვის მომენტების შექმნას ცდილობს.

ხშირად ფლანგის მცველებს მთელი ყურადღება მასზე გადააქვთ და ქართველი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი თანაგუნდელისთვის შანსის შექმნას ახერხებს.

ქართველს ასევე კარგად გამოსდის გრძელი პასები. მას შეუძლია ორი ფლანგი ერთმანეთს დააკავშიროს.

რესურსის გაფლანგვა და დაცვაში თამაში

მიუხედავად იმისა, რომ ფლანგზე დრიბლინგი მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებს მოწინააღმდეგეების მცველებს, კვარაცხელიას დრიბლინგების მხოლოდ 50% სრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს, რომ მისი დრიბლინგები საკმაოდ დიდი რისკის შემცველია.

კვარაცხელიას უყვარს ლამაზად თამაში. ამის გამო ბურთს ხშირად კარგავს. სხვათა შორის, ყაზანის "რუბინი" ლიდერია ბურთის დაკარგვის საშუალო მაჩვენებლით, რომელიც 11.7-ია ერთ თამაშში და ამაში ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის.

კიდევ ერთი რამ, რისი გაუმჯობესებაც ხვიჩას სჭირდება, დაცვაში თამაშია. თუ იგი ამ ასპექტს გააუმჯობესებს, გაცილებით სრულყოფილი მოთამაშე გახდება.

ხვიჩას მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი იზრდება. ყველაზე ხშირად მიუნხენის "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" სახელებს ახსენებენ.

მიუხედავად ამ ინტერესისა, არ იქნება ჭკვიანური, განვითარების ამ ეტაპზე ამ კლუბებიდან რომელიმეში გადავიდეს.

მაგალითად, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ის "ბაიერნში" შემადგენლობიდან კინგსლი კომანს, სერჟი გნაბრს ან ლეროი სანეს ამოაგდებს. "იუვენტუსი" გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ანდრეა პირლოს სათამაშო სტილში ჩაჯდომა მას ძალიან გაუჭირდება.

ევროპა ლიგის კლუბში გადასვლა ან კლუბში, რომელიც აღმასვლას განიცდის, ძალიან კარგი იქნებოდა მისთვის. მაგალითად, მისთვის "ვილიარეალი" ან "სასუოლო" შესანიშნავი ვარიანტები იქნებოდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რომ დიდებული ფეხბურთი თამაშოს. თუ იგი დაცვაში თამაშს გააუმჯობესებს და ბურთს იშვიათად დაკარგავს, მის წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება. მომავალი სატრანსფერო ფანჯარა მნიშვნელოვანი იქნება მისი მომავლის გასარკვევად, მაგრამ მიუხედავად იმისა, გადავა თუ არა ხვიჩა ამ ზაფხულს "რუბინიდან" სხვა კლუბში, ეჭვგარეშეა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში იგი ქართული ფეხბურთის სახე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩას ჭირდება ისეთი გუნდი რომელიც მუდამ ჩემპიონობაზე იბრძვის...რატომაც არა გრანდები?...ანდაც პორტუ ბენფიკა სპორტინგი აიაქსი პსვ ფეიენოორდი სელტიკი რეინჯერსი...მაგრამ ჯობია გრანდები თუ არის იმ დონის რა დონეცაა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ არსად არ დაიკარგება არცერთ გრანდში მის ასაკშიც კი...!!!ასე რომ წარმატებები ხვიჩას!!!
Simartle
23 აპრილი 2021 09:15
0
ერიომენკოს შვილიშვილი ოსკარს რო აიღებს მერე ნახე შედარებები
Levani
22 აპრილი 2021 17:08
0
ხვიჩასთვის, თავიდან შესაჩვევად, კარგი იქნება ისეთი ევროპული კლუბები როგორიცაა: ჰერენვენი, უტრეხტი, ტვენტე, შარლერუა, ბოავიშტა, გიმარაეში, აბერდინი, ციურიხი,სტანდარტი,სლავია პრაღა,სპარტა,ანტვერპენი... . აი აქ უნდა მიიღოს ჯერ ევროპული განათლება!
კახი
22 აპრილი 2021 14:38
12
ევროპული განათლება რა სასამართლოში კი არ გვინდა სამუშაოთ სლუცკის აქვს ევროპული სტანდარტი უკვე და მოთხოვნები რა სლავიადა სტანდარტი.ჰოლანდია აიაქსი ალკმარი პესვე.გერმანია ლევერკუზენი ლაიფციკი და იტალია ნაპოლი ატალანტა ლაციო კაი იქნება ასევე რომაშიც.ესპანეთი სევილია ვილიარეალი ვალენსია ინგლისი ?ალბათ სლუცკის ვარიანტი ევერტონი ანჩელოტისთან თუარ გაუშვეს:))
მოსეხონელი
23 აპრილი 2021 08:35
0
ხვიჩა ნებისმიერ გუნდში საუკეთესო იქნება...
гуджа
22 აპრილი 2021 17:25
0
ინგლისურმა საიტმა თავისი იკითხოს, მაგრამ ქართველებმა ელემენტარული მართწერა ისწავლეთ, რა! უმარტივესია, თუ სახელი, გვარი, ტოპონიმი ა.შ. უცხო ენაზე თავდება ი -ზე, /ე.ი. რჩება (მაგ. გნაბრი - გნაბრის, და არა გნაბრს,გნაბრმა/ ვიერის და არა ვიერს ა.შ.), თუ არა - მაშინ ი ბოლოში მხოლოდ სახელობითი ბრუნვის ნიშანია, რაც ახალ ქართულში ემატება. მაგ. კუმანი (ორიგინალში კუმან) ე.ი. კუმანს, კუმანმა ა.შ. პირიქით უკიდურესობას ვაწყდებით ასევე ყოველ ფეხის ნაბიჯზე: ზვიადი, ზურაბი, ზაალი, გურამი -ასე წერენ უცხოელები ჩვენ სახელებს. რატომ? იმიტომ, რომ უვიცებმა ასე უკარნახეს. ასე ჩაწერეს პასპორტში ა.შ. ყველაზე უარესი ისაა, ვინც რედაქტორის შტატი საერთოდ გააუქმა ქვეყანაში და სახელმწიფო სტრუქტურებშიც ასეთივე გაუნათლებლები მუშაობენ და ამიტომ წერენ პასპორთსი: გურამი, ლევანი ა.შ. სირცხვილია!
მართლწერა
22 აპრილი 2021 03:25
0
მწვრთნელმა სთქვა, რამდენიმე კვირაო.
!!!
22 აპრილი 2021 00:04
0
ინგლისელი ჟურნალისტი რომ იტყვის მარტო კალაძე გვახსოვს, იდიოტია, აბა რა არის? ე.ი. ქინქლაძე, ქეცბაია გამორჩეულები იყვნენ სწორედ ინგლისში..ამატ გარდა ცხადაზე და სხვები...ან იქვე, გვერდზე არველაძე არ ბომბარდირობდა?
ყური მიგდე
21 აპრილი 2021 21:30
1
ამას წინათ,ერთი რუსი ჟურნალისტის პატარა სტატია შემხვდა,სადაც რუს ფეხბურთელ,ერიომენკოზე საუბრობდა.მიხეილ მესხს,მხოლოდ ერთი ფინტი ჰქონდა,ამას კი,სულ ცოტა,10-12 ფინტი აქვსო.მესხის თამაშის,ის რამდენიმე წუთიანი ჩანაწერი აქვს ნანახი და ჰგონია,სულ ეს იყო.ერიომენკოს კი,ყოველ დღეს ხედავს და დიდი ვინმე ჰგონია.
სოსო
22 აპრილი 2021 14:04
1
ეგ მეც გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საერთოდ როგორც ყველგან ძლიერ გუნდებს " ფანობენ " და მაშინ სიტი არ იყო გრანდი და მხოლოდ სიტის თავგადაკლული ფანები გულშემატკივრობდნენ ქინქლაძეს და ჟურნალისტი მანიუს არსენალს ლივერს ადევნებდა თვალს. ჩვენთანაც ეგრე არაა რეალის ბარსას ბავარიის იუვენტუსის და მილანის ფანები არ უდგანან ჯიბრში ერთმანეთს?? აბა ოსასუნას ან სასუოლოს ფანი გინახავს საქართველოში? ))
დავით 67
22 აპრილი 2021 01:13
1
ეს ბრიტანული სტატი არის ბრიტანული სიბრიყვის და უმეცრების ნათელი დადასტურება! ავტორი უფრო ბუღალტერია ვიდრე ფეხბურთის მცოდნე! ყველა დრიბლინგიდან 50% წარმატებით, რომ მთავრდებოდეს, დრიბლიორი ბურთს არ კარგავდეს, მაშინ ფეხბურთში დაფიქსირდებოდა ხელბურთის ანგარიშები 32 - 27, 29-26 და ა.შ. ბრიტანელ სპორტულ ჟურნალისტს ქინქლაძე მაინც არ ახსოვდეს ამას რა ქვია?! მოკლედ სუფთა ინდაურები არიან!
aburjga
21 აპრილი 2021 21:24
1
თურმე სადღაც, რუსებზე უარესი, შოვინისტებიც ყოფილან. აკი მარტო რუსები არიანო?
!!!
22 აპრილი 2021 00:00
0
ver davetanxmebi avtors shemoqmedebiti da driblingis moyvaruli fexburteli yvela shetevas warmatebit ver daasrulebs. magalitad neimari 60% kargavs xvicha 50shi. mesis yvelaze maghali machvanebeli aqvs shetevis warmatebit dasrulebashi. egre mcveli titqmis 100 procenti ar kargavs burts radgan shetevas ar avitarebs. jer pataraa bevr rames gamoasworebs xvicha...
v
21 აპრილი 2021 18:48
0
ხვიჩა არის კარგი ალმასი, რომლისგან ბრილიანტი უნდა გაიჩარხოს, დიახ უნდა გაიჩარხოს და მისგან ბრილიანტი, რომ გაიჩარხოს ამას ბევრი რამ სჭირდება და პირველ რიგში ის, რომ არავითარ შემთხვევაში დღეს ტოპ გუნდში არ უნდა გადავიდეს, რადგან ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ: ჯობია ჩიხურას ძირითადში თამაშობდეს, ვიდრე, ბარსოლონას, ან რეალის სათადარიგო სკამზე იჯდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
21 აპრილი 2021 17:03
3
თქვენ იმდენს იზამთ ტობოლიც სანატრელი გაუხდება ამ ბიჭს.დააშებეთ ყველამ თავი.
აჩი
21 აპრილი 2021 14:50
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული