"რუბინი" თურქულ ტურნირში ითამაშებს

AutoSharing Option
inkazan-ის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი "რუბინი" ახალ ტურნირში, "თურანის თასში" მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გორქან ტომანის თქმით, ტურნირი აქამდე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო.

ტურნირი თავდაპირველად ამხანაგური იქნება და მომავალში შესაძლოა, ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახური "ასტანა", აზერბაიჯანული "ნეფთჩი", ირანული "ტრაქტორი" და ა.შ.

ეს ტურნირი იქნება ერთგვარი ანალოგი კალათბურთში ევროლიგის გათამაშების, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

შეგახსენებთ, რომ "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და შემდეგ სეზონში თუ ის კვლავ ყაზანურ გუნდში იქნება, ახალ გათამაშებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაა,ირანშიც ჰქვიათ გუნდებს,ტრაქტორი,კოლმეურნე და ტრამვაი ტროლეიბუსების ტრესტი(ტტტ)?
სოსო
21 აპრილი 2021 17:59
1
ოსმალეთის იმპერიის ჩემპიონატის დატესტვაა. სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის ცალ ცალკე არ არის.
გიორგი
21 აპრილი 2021 15:53
1
სად ევროლიგა და სად ტრაქტორი განსხვავება არაა?
ტოტტი
21 აპრილი 2021 15:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული