"შეტევაში "რუბინის" თითქმის ყველა შემოქმედება დამოკიდებულია კვარაცხელიასა და მაკაროვზე. ახლა ერთი ტრავმირებულია, მეორე - დისკვალიფიცირებული. არადა, სწორედ ისინი ქმნიან ფერების სიმკვეთრესა და ფანტაზიას; ასევე, კარგად ახერხებდნენ მეტოქის დაცვის გაწელვას... აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფეხბურთელი მონაწილეობდა გუნდის მიერ შექმნილი გოლების ნახევარზე მეტში...
ხვიჩა კვარაცხელიას 227 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა. მათგან 118 წარმატებული აღმოჩნდა. დღე არ გავა, მასზე ინტერესს ევროპული გრანდები არ გამოთქვამდნენ...
ახლა "რუბინი" ევროტურნირებისათვის იბრძვის, თანაც, შესაძლოა, მისი კონკურენტები შეფერხდნენ.
მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით
"რუბინის" ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას დაბრუნებაზე საუბრობს