ტელეარხ tatarstan24-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ კომენტარი "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:
"იმ შეხვედრაში "ურალის" 10 ათასი მაყურებლიდან ბევრი მათგანი პირადად ხვიჩა კვარაცხელიას სანახავად იქნებოდა. ფეხბურთი გულშემატკივრებისაა, ისინი კი სტადიონზე ვარსკვლავებისთვის დადიან.
შეხვედრის დასაწყისიდან სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში კვარაცხელიას სამჯერ ეუხეშნენ, მაგრამ შეხვედრის არბიტრს ამაზე რეაგირება არ ჰქონია... მჯერა, ტრავმა, რომელიც კვარაცხელიამ მიიღო, მეტწილად სწორედ მსაჯის დამსახურებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ წესების აშკარა დარღვევები არ დააფიქსირა".
მომზადებულია tatarstan24-ის მიხედვით
14:45 23-04-2021
"მეტწილად სწორედ მსაჯის დამსახურებაა..." - სლუცკი ხვიჩას ტრავმაში არბიტრს ადანაშაულებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ურალთან რაც ხვიჩას ურტყეს მაგას ვერავინ გაუძლებდა და მსაჯი კიდევ არაფერი თითქოს!