რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ქართველების "როტორი" პეტერბურგში 0:6 დამარცხდა ლიდერ "ზენიტთან" - ეს ჩემპიონატზე ვოლგოგრადული გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია.
საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ნიკოლაი ყიფიანმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი არაბიძე კი განაცხადში არ იყო.
პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ განივი გადაცემისას ბრძოლაში კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს ჩემპიონატზე მისი მეხუთე ავტოგოლია (2 რუბინში, 2 ლოკომოტივში და 1 როტორში). მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
"როტორმა" ზედიზედ მეექვსე მარცხი
განიცადა (საერთო ანგარიში 0:18), 18 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 1-ელ მაისს "ახმატს" უმასპინძლებს.
Ისე პირადად მე როგორც პიროვნებას ძალიან ვაფასებ:არ უღალატა ადამიანს ვინც წუმპედან ამოიყვანა და რუსეთის საუკეთესო მცველად აქცია ერთ დროს.ყველაფერი არ იყდება და მითუმეტეს კაცობა.მაგარი კაცი ყოფილა საბა!
ამ კვირკველიას თამაში აღარ აინტერესებს. მილიონნახევარი ევრო წელიწადში ხელფასი აქვს. ხოდა დაიკიდა რა. გასუქდა . არი ხოშიანად..