ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ანჟესთან“ 2:4 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტში აბდელიმ დააწინაურა. შემდეგ სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, დავითაშვილმა ვერ გაიტანა, მაგრამ მეკარე ფოფანამ დარტყმამდე დატოვა ხაზი, მსაჯმა ხელახლა შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და ზურიკომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ახოლუმ „ანჟე“ ისევ წინ გაიყვანა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. 57-ე წუთზე ქართველმა დუბლი შეასრულა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.
დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი თამაში Flashscore-მ 7.9 ქულით შეაფასა, Sofascore-მ 7.8 ქულით, Whoscored-მა კი 7.7-ით.
„სენტ-ეტიენი“ 7 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 3 ნოემბერს „სტრასბურგს“ უმასპინძლებს.
ანჟე. „რაიმონ კოპა“
ანჟე - სენტ-ეტიენი 4:2
გოლები: 1:0 აბდელი (7), 1:1 დავითაშვილი (16, პენ), 2:1 ახოლუ (39), 2:2 დავითაშვილი (57), 3:2 ნიანე (69), 4:2 დიენგი (90+3)
იმედია,მაგრამ ზაფხულში,ვფიქრობ მას აღარავინ დაარჩენს, ამ გუნდში.