სლუცკი: ვის იყიდიან ტოპ-ები თუ არა ხვიჩას და რა უნდა არწივს ჩიტის გალიაში?

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ტელეარხ "თათარსტან-24"-თან ინტერვიუში თავისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ზეაღმატებულ ხარისხში ისაუბრა.

- ყველაზე მთავარი საკადრო საკითხი. გუშინ "მატჩზე" კვარაცხელიაზე გადაღებულ ფილმს ვუყურე. თქვენ თქვით, რომ ზაფხულში 100%-ით მიდის.

- ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მე ზუსტად არ ვიცი... იურგენ კლოპივით ვარ. კლოპმა თქვა, რომ სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია, "ლივერპული" კი - მომხრე.

წარმოდგენა არ მაქვს, მიიღო თუ არა "რუბინმა" რაღაც ქაღალდები, როგორ მიმდინარეობს ფინანსური მოლაპარაკებები. მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელი ვარ. მე ვფიქრობ, რომ მოთამაშე ყველა ძირითადი საფეხბურთო მახასიათებლებითა
და მეტრიკებით არა ტოპ-ლიგების ყველაზე კაშკაშა 5 ფეხბურთელს შორისაა. თუ გვერდზე გადავდებთ იტალიას, ესპანეთს, ინგლისს, საფრანგეთსა და გერმანიას, მაშინ შედის ხუთეულში ყველა მაჩვენებლით, რომელთაც ყველა მწვრთნელი, ყველა სკაუტი, ანლიტიკური განყოფილება უყურებს 20 წლის ფეხბურთელებს არა ტოპ-5 ლიგიდან. ამიტომ მე მხოლოდ ვმსჯელობ, თუ კვარაცხელიას არ შეიძენენ, მაშინ ამ ქვეყნების გუნდები ვის იყიდიან?

მე შიშველი ლოგიკა მხელმძღვანელობს და მისი ოსტატობის დონის ცოდნა, ბაზრის რეალობის გაგება და ის, თუ სად იმყოფება ხვიჩა. მე სრულ ობიექტურ ინფორმაციას ვფლობ, მთელ სტატისტიკას, ღრმა ანალიტიკა გამაჩნია.

ჩემი პირადი აზრია: ასეთ გემრიელ ლუკმას ბაზარზე ვიღაცა მაგიდიდან ძალით აიღებს. თუმცა, მოხდება თუ არა ეს, როდის მოხდება, დააკმაყოფილებს თუ არა კლუბს შეთავაზება, არის თუ არა ასეთი შეთავაზება? - წარმოდგენა არ მაქვს, მე როგორც მწვრთნელი პირად აზრს გამოვთქვამ და არა როგორც ოფიციალური პირი.

იცით, ყველა ბოსტნეულსა და ხილს ბაღში თავისი ვიწრო ზოლი და დრო აქვს. ამიტომ შენ არ შეგიძლია არწივი პატარა ჩიტის გალიაში ჩატენო. თუ ადამიანი მართლაც გადაიზარდა არსებულ დონეზე, შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს ფეხბურთის პრინციპულად სხვა დონეზე და პრინციპულად სხვა ლიგებში, მაშინ ერთის მხრივ სინანულის გრძნობა უნდა იყოს, მეორეს მხრივ უსაზღვრო სიამაყე, რომ ჩვენ შევძელით ადამიანის მომზადება, რომელიც, მე იმედი მაქვს, ზეკონკურენტუნარიანი იქნება ევროპის წამყვან გუნდებში, - თქვა სლუცკიმ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა ეს კაცი, რომ ხედავს ხვიჩას ნიჭს და აფასებს, ნეტა ასე ნიჭიერი კაცის დაფასება ქართველებმა ისწავლონ. მაგრამ არა, არ შეუძლია ეს ამ პატარა ერს, განსაკუთრებით მათ ვინც ხელისუფლებაში მოდის. ამ ურჯულოებს ურჩევნიათ მათ გვერდზე უტვინო, უნიჭო და მაგარი რეგვენი შვანგირაძეები და დოქსოპულოები ყავდეთ გვერდით, რომ მერე ისინი თავიანთ ჭკუაზე მართონ და კიდევ უფრო დააჩმორონ და დააჭაობონ ეს ქვეყანა. ამიტომაა, რომ ყველა ჭკვიან და ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს უცხოეთში უნდათ გაქცევა და ეს ჩვენი ქოცურ-ნაცისტური მთავრობა და ოპოზიციაც ამისათვის ყველაფერს აკეთებენ!
დათა თუთახშია
15:48 25-04-2021
3
კაი კაცი ეროვნებით არ იზომება.
ასეთ კაცს სიამოვნებით გავუღებდი კარს. წარმატებები სლუცკის!
alex
10:14 25-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული