"ვფიქრობ, რომ ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება..." - წარმოშობით ქართველი შემტევი

AutoSharing Option
"რუბინის" აღზრდილმა მერაბ ურიდიამ Metaratings-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწილს, სადაც თავდამსხმელი ხვიჩას შეეხო და ის, არც მეტი, არც ნაკლები, ლიონელ მესის შეადარა...

- თქვენ თქვით, რომ თავს ნამდვილ ქართველად თვლით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გაიზარდეთ. უყურეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრებს?
- დიახ, ნაკრების თამაშის დროს ყოველთვის ვღელავ. ჩვენ ესპანეთთან ვიგებდით, თუმცა დასანანი მარცხი განვიცადეთ. მჯერა, რომ ამჟამინდელი თაობა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს. მე საქართველოსთან ჩემი გეგმები მაქვს. თუ კოვიდვითარება არ გაუარესდება, ზაფხულში იქ აუცილებლად დავისვენებ.

- "რუბინის" ახალგაზრდა
ფეხბურთელებს, ხვიჩას და ზურიკოს თუ იცნობთ?
- არა, ეს სხვა თაობაა. ამ "რუბინიდან" მხოლოდ დენის მაკაროვთან ვსაუბრობ, რომელზეც ვფიქრობ, რომ ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება.

- არის კვარა საქართველოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი?
- ამ მომენტში კი. ისტორიულად ქინქლაძისგან ძალიან შორსაა, რომელმაც თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტის" რიგებში პრემიერლიგა დაანგრია, თუმცა ხვიჩას ამ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს. თუ ის ძლიერ ჩემპიონატში წავა და 3-4 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს, მაშინ შედარება შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, კვარა "მილანს" ყველაზე მეტად მოერგება. კალაძეს შეუძლია კლუბის ხელმძღვანელობას ხვიჩაზე ბევრი კარგი რამ უთხრას.

- რა არის განსაკუთრებით ძლიერი მასში?
- მისი დრიბლინგი ბურთის მუდმივ ფლობას ემყარება, ამ ყველაფრის გაკეთება კი ძალიან რთულია. ის ლიონელ მესის ჰგავს, ბურთს ფეხში ფლობს; განსხვავება კი ისაა, რომ ქართველი ბურთს მარჯვენა ფეხით ფლობს, საბოლოოდ კი მონახაზით ლეოს ჰგავს.

- ითამაშეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- დიახ, როდესაც "რუბინში" ვიყავი, მქონდა შემოთავაზება, რომ მეთამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, თუმცა არ მინდოდა 19 წლის ასაკში რუსულ ლიგაში ლეგიონერი ვყოფილიყავი. ახლა ასეთი შემოთავაზება აღარ არის.

- თუ მიგიწვევენ, დათანხმდებით?
- ახლა არც კი დავფიქრდებოდი, დიდი სიამოვნებით გამოვხადდებოდი ეროვნული ნაკრების მაისურით. კეთილი შურით მშურს იმ ბიჭების, რომლებიც უმაღლეს ლიგაში საკუთარ ნაკრებს წარმოაჩენენ. რა თქმა უნდა, ხვიჩას სკაუტები "რუბინის" თამაშზე დაჰყვებიან, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრები შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

მინდა ამ გამოცდილების მიღება, რასაც ნაკრებში თამაში ჰქვია. მჯერა, რომ შევძლებ თავი ნაკრებსა და პრემიერლიგაში დავიმკვიდრო, მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

მომზადებულია metaratings-ის მიხედვით

alt"ხვიჩა თვითნასწავლი არტისტია, რომელსაც უყვარს იმპროვიზაცია..." - ბერძენი ჟურნალისტი ხვიჩათი აღფრთოვანებულია

altკვარაცხელიას მამამ დაადასტურა: "იუვენტუსს" ხვიჩას დამატება სურს და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს!

alt"ამ ორ ქართველს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება..." - რუსულმა პრესამ კვარაცხელია ქინქლაძეს შეადარა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეე ძმებო აქ გაზრდილებს ხო აქვთ ქართული სული და გული, მენტალობა გერმანელებს შეშურდება ისეთი აქვთ, თუ შესაძლებლობა იქნება ითამაშოს!
ზ.გ.
29 მაისი 2021 09:19
1
თავის დროზე იმიტომ თქვი უარი რომ რუსეთის ნაკრები გინდოდა და ახლა როცა იქ არავინ გაგაქაჩინა საქართველოს ნაკრებზე დაბროზე ხარ,არადა ვარსკვლავებს რომ წყვიტავდე არ ხარ ღირსი თამაშის იმიტომ რომ უარი ამჯობინე ქართველმა კაცმა და ახლა შენ ქართული რა გაქვს? სული? გული? მენტალიტეტი?? რატომ უნდა დაგიძახონ ნაკრებში 1 მიზეზი არის??
shalva
28 მაისი 2021 13:03
31
მერაბ ურიდია დაიბადა ბათუმში. იზრდებოდა ბიძის-ამირან ურიდიას ოჯახში. მშობლები სოხუმიდან არიან. მშობლები ორი თვის მერაბისთან ერთად მოსკოვში გადავიდნენ.უმცროსი ძმა-გიორგი ურიდიაც ფეხბურთელია.
ნათი
05 მაისი 2021 17:35
1
ყველაზე კარგად ხვიჩა შეაფასა ბერძენმა ჟურნალისტმა,რომელმაც თქვა:ხვიჩა თვითნასწავლი არტისტიაო,გაიგეთ რა თქვა?თვითნასწავლი არტისტიაო,რომელსაც უყვარს იმპროვიზაციაო.
მესის,რონალდოს,კაკას და ა.შ.ამ უდიდეს ფეხბურთელებს კი არ შეადარა,არამედ თვითნასწავლიაო,თვითნასწავლი ა.რ.ტ.ი.ს.ტ.ი.ა.ო, ე.ი. თავის თავს გავსო!
ნიანია ბაკურიანი
05 მაისი 2021 12:18
3
რად გინდათ ეგ არაფრის მთქმელი შედარებები?ისინი ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან,მაგრამ ხვიჩა ხვიჩას გავს,დიდი წარმატებები და გამარჯვებები ხვიჩას.
უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეს ხვიჩა!
ნიანია ბაკურიანი
05 მაისი 2021 11:58
2
წამოვიდა ისევ სისინი და ღვარძლი,ბიჭმა,რომელიც რუსეთში გაიზარდა სურვილი გამოთქვა ეროვნულში რომ ითამაშოს და მერე რაა თუ ეს მისთვის ტრამპლინი გამოდგა და უკეთეს გუნდში გადავა?ამით ქართულ ფეხბურთს წაადგება მხოლოდ,ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელს (და არა მარტო) რომელიც საზღვარგარეთ წარმატებულია უნდა ვცდილობდეთ,რომ ეროვნულში შანსი მიეცეს,მითუმეტეს,რომ კარგი ფეხბურთელი თავზესაყრელად არ გვყავს. პ.ს.ჩემი აზრით, გიო ქინქლაძე ქართველი გულშემატკივარისთვის დიდი სიხარული და ამდენადვე გულისტკივილია.
sake
04 მაისი 2021 14:37
6
Tavisi azri unda tqvas da yvelas tavisi azri aqvs zogadad magram eg ki ar aris problema? Kvaracxelia saertod arafer shuashia aq. Aq is aris mtavari rom ramdenad shors vdgavart xolme realobisgan da aramarto am sakitxshi. Me ar vici es fexburteli magram chemi azrit messis tamashze mtlad kargad araqvs nayurebi. Xvicha zalian momcons da imedi maqvs gagvimartlebs magram gana sheizleba ramodenime tamashit misi varskvlavad dasaxeleba? Masve vuketebt demotivacias.
Milani
29 აპრილი 2021 06:49
4
დღეს ევროპულ ფეხბურთის გრანდში თუ მოხვდი ჩათვალე უკვე ვარსკვლავი ხარ... ასეა მიღებული დღეს მსოფლიოში... ჩემთვის ფირმინიო მაჰრეზები და რაშფორდები არ არიან ვარსკვლავები... სადაც მაჰრეზს სიტის წამყვან მოთამაშედ და ვარსკვლავად თვლიან იქ კვარაცხელიას ადგილი მაგ ვარსკვლავებში მართლა არის.... მე პირადად ვარსკვლავად რონალდოს მესის დებრუინს ლევანდოვსკის და ამნაირ ფეხბურთელებს მივიჩნევ.
რომა
04 მაისი 2021 11:11
2
არადა ამ დროს ნაკრებში თავდასხმაში სულ დეფიციტი გვქონდა. ბათუმში დაბადებულ კაცს ოჯახში მაინც არ ყავდა მრჩეველი?!
გეო
28 აპრილი 2021 17:18
3
ეს უფრო ბლოხინს გავს-- Веи веги
digela
28 აპრილი 2021 15:00
15
ბლოხინიო? გინახავს საერთოდ მისი თამაში? სსრკს დროს ყველაზე მეტი გოლის ავტორი . ეგეთი დონის ფეხბურთელი გვყავდეს ნეტავ ჩვენ
დავით 67
28 მაისი 2021 15:00
1
ბლოხინს ასე ნუ ეხუმრებით.სისწრაფესთან ერთად,ამ სისწრაფის შესაბამისი ტექნიკაც ჰქონდა და ტაქტიკურადაც,ძალიან ძლიერი იყო.ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად,ბეი ბეგის მოთამაშე,ვერ გახდები.რეზო ძოძუაშვილმა,ჯორჯ ბესტი სუფთად დაკეტა,ბლოხინს კი,ვერაფრით აჩერებდა.ბავარიას გოლი რომ გაუტანა,მთელი დაცვა,მარტომ მოატყუა.თანაც არა სისწრაფის ხარჯზე.
სოსო
28 მაისი 2021 13:24
0
კაცი თავის აზრს ამბობს,ამაზე დავა აღარ გამიგია..
ვააააა...
28 აპრილი 2021 13:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული