სხვადასხვა თაობის ქართველი ტალანტები ერთმანეთთან ხშირად კონტაქტობენ, მეტიც ქინქლაძე ინგლისსა და ნიდერლანდებში ხვიჩას თავისი კავშირებით ეხმარება.
კარიერის საუკეთესო წლები "ქალაქელებთან" გაატარა
ქინქლაძემ საქართველოს ჩემპიონატში 3 წლის განმავლობაში გამოდიოდა, რის შემდეგაც ის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატების დასაპყრობად
ჩაატარა ორი შეხვედრა, ქართველი თავს შესანიშნავად გრძნობდა, თუმცა დიეგო მარადონამ დაბრუნება გადაწყვიტა, რის გამოც ქართველი შემადგენლობიდან ამოვარდა. ლეგენდამ კონტრაქტი "ბოკასთან" გააფორმა.
"გესმით? არანაირი შანსი არ მქონდა მსგავს კონკურენტთან" - განაცხადა ქართველმა Sport Express
გიორგის თამაში სურდა, თავდაპირველად მადრიდის "რეალის" "სანახავად" წავიდა, საბოლოოდ კი ქართველი "მანჩესტერ სიტიში" 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა. 1995 წლის "სიტი" და დღევანდელი "ქალაქელები" რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. თუ ახლა ის პრემიერ ლიგის ლიდერია და ნებისმიერი გუნდის დამარცხების ძალა აქვს, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, მათი მისია ინგლისის ლიგაში ადგილის შენარჩუნება გახლდათ.
ქინქლაძის ნიჭი ამ გუნდში კაშკაშებდა. მისი წყალობით კლუბმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა, გაუტანა "საუთჰემპტონს" ზღაპრული გოლი, სადაც 5 მოწინააღმდეგე მოედნიდან მარტივად გააქრო, თუმცა სამწუხაროდ, მანჩესტერელებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და გაემგზავრენ ჩემპიონშიპში. აღსანიშნავია, რომ დაქვეითების მიუხედავად გიორგი გუნდიდან არ წავიდა, მეტიც მათთან ერთად შეუდგა ბრძოლას.. გულშემატკივრები მისი მიმართულებით მღეროდნენ და აღმერთებდნენ, თუმცა გუნდი ვერც ამან გადაარჩინა და ინგლისის სიძლიერით მესამე ლიგაში ჩაეშვა, ამის შემდეგ კი "ქინქიმ" "ქალაქელები" დატოვა.
შემდეგ იყო "აიაქსი", "დერბი" და კვიპროსული "ანორთოსისი", შემდეგ კი ფეხბურთელი რუსეთს ეწვია, თუმცა ვერავინ ისე ვერ შეიყვარა, როგორც მანჩესტერელებმა. Goal.com-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს, თანაც ქინქლაძემ მხოლოდ და მხოლოდ 3 სეზონი ითამაშა, ხოლო მაგალითად, კოლინ ბელმა 394 შეხვედრა გამართა და 117 გოლი გაიტანა, მიუხედავად შესანიშნავი სტატისტიკისა, ბელზე წინ მაინც ქინქლაძე აღმოჩნდა.
2005 წლის აგვისტოს თვის მიწურულს, გიორგი ქინქლაძემ ყაზანური კარიერა წამოიწყო, სადაც ადგილობრივ "რუბინთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ქართველი ახალ გუნდში მხოლოდ ნახევარ მატჩებს თამაშობდა.
"ეს მისთვის სარგებელი იყო, ის ძალიან ლამაზად თამაშობდა. გამოსარჩევი მომენტი კი "ზენიტთან" იყო, როდესაც ქართველმა ბაირამოვს შესანიშნავად უპასა, "რუბინმა" კი მრისხანე მეტოქე 1:0 დაამარცხა. ყაზანში მას თავისი გამოგნებელი ცრუ მოძრაობები ნამდვილად არ უჩვენებია, ორი გოლი გაიტანა და ხელმძღვანელობა კონტრაქტის განახლებაშიც დაარწმუნა. ქინქლაძე ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, რომელსაც ფეხბურთში საკმაოდ კარგად ერკვევა. ის დიდებული ფეხბურთელი გახლდათ. " - განაცხადა მაქსიმ ლოპუხოვმა.
მომდევნო სეზონში კი ქართველი პრაქტიკულად არ თამაშობდა, რადგან საზარდულის ტრავმა აწუხებდა, 2006 წელს კი კლუბთან კონტრაქტი გავიდა, ფეხბურთელმა კი 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქინქლაძე ერთ სტილში
ამ ორ ქართველს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება, ორივე ყაზანთანაა დაკავშირებული, უბრალოდ ერთმა კარიერა აქ დაიწყო, მეორემ კი დაასრულა.
მოედანზე ისინი ფაქტობრივად არ განსხვავდებიან, რა თქმა უნდა, მათი პოზიციები სხვაა, თუმცა სტილი ერთია. ქინქლაძე "სიტიში" მთავარი გამთამაშებელი იყო, ბურთს მეტოქის ნახევარზე მიიღებდა და მაღალი სიჩქარით მცველებს თავბრუს ახვევდა. გიორგი ყველაფერს მარტივად აკეთებდა, ის უბრალოდ გენიალური იყო
ხვიჩაც იმავეს აკეთებს, უბრალოდ ფლანგიდან. ბურთს მოედნის კიდესთან იღებს, მოწინააღმდეგეებს ისე ატყუებს, თითქოს სავარჯიშო მანეკენები იყვნენ.
წყარო: business-gazeta