სიჭინავამ უკრაინაში ისევ გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში 26 წლის ნიკა სიჭინავას "ინგულეცმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად დონეცკის "ოლიმპიკი" 3:0 დაამარცხა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

სიჭინავამ პირველ ტაიმში  შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რომელიც მისთვის მიმდინარე სეზონში სადებიუტო იყო. მეორე ნახევრის განახლებიდან მალევე, 48-ე წუთზე, ნიკამ ჩემპიონატში მეექვსე გოლი გაიტანა. 

"ინგულეცის" ფორვარდი მატჩში მონაწილე ერთადერთი ქართველი არ ყოფილა - წაგებულთა რიგებში 64 წუთი ითამაშა თემურ ჩოგაძემ, რომელსაც საგოლე შანსიც ჰქონდა.

უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტური დარჩა. ამ გამარჯვების შემდეგ "ინგულეცი" მე-11 ადგილამდე

აღზევდა, "ოლიმპიკი" კი ბოლოსწინა, მეცამეტეა.








altსაქართველოს ნაკრების პოტენციური ფორვარდი - სწრაფი, ტექნიკური, ძლიერი დარტყმით...




მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვენიერი გოლი იყო! ნამდვილად იმსახურებს სანიოლის ყურადღებას იმის ფონზე , რომ თავდასხმაში პრობლემა გვაქვს
გ.ხ.
12:10 03-05-2021
0
ეს ბიჭი იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას.სწრაფი და ძლიერია. უკრაინის ჩემპიონატი უფრო ძლიერია ვიდრე უნგრეთის პოლონეთის და ვითუმეტეს კვიპროსის. ევროპაში ის მეთორმეტეა. უკრაინის ჩემპიონატში არც ისე იოლია თავის გამოვლენა.
რობი
11:33 03-05-2021
0

სიახლეები პოპულარული