ქართველი ფორვარდი ფინეთის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
27 წლის ფორვარდი ნიკა სიჭინავა, რომელიც ბოლოს უკრაინულ "კოლოსში" გამოდიოდა, ფინეთის ჩემპიონატში, "კუპიოს" რიგებში, საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს. კლუბის ოფიციალური გვერდი წერს:

"სიჭინავა შედეგიანი მოთამაშეა, რომელიც ძალიან მოძრავი ფორვარდია. 185 სმ სიმაღლის შემტევი ორივე ფეხით კარგად თამაშობს. გარდა გოლის გატანის უნარისა, მას ასევე საგოლე შანსების შექმნა და თანაგუნდელებისთვის სივრცეების გათავისუფლება შეუძლია."

შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ უკრაინაში (და რუსეთში ლეგიონერებს) მოთამაშე ფეხბურთელებს ივნისამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბების დატოვების უფლება მისცეს.

სიჭინავამ "კოლოსის" რიგებში 17 შეხვედრა გამართა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც ჰქონდა. ქართველი ლეგიონერი
უფრო წარმატებული "ინჰულეცის" რიგებში იყო, სადაც 4 სეზონის განმავლობაში 27 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "კუპიოს" - ფინეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, 2 აპრილს კი ახალ სეზონს ტურკუს "ინტერთან" მასპინძლობით გახსნის.

 

alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული