ბერიძის "უიპეშტმა" თასის ფინალში ზივზივაძის "ფეჰერვარს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" ჩატარებულ უნგრეთის თასის ფინალში გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" 1:0 დაამარცხა ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" და ტროფეის მეთერთმეტედ დაეუფლა.

ორივე ქართველი სასტარტოში იყო და ძალიან აქტიურობდნენ. 90+1-ე წუთზე ბერიძესთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ფეჰერვარის" მცველმა ადრიან რუსმა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. 97-ე წუთზე "ფეჰერვარის" ბრაზილიელი ლეგიონერი ალეფიც გააძევა მსაჯმა და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა. 101-ე წუთზე კი "უიპეშტის" მცველმა ლირიმ კასტრატიმ შორიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბერიძე 114-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ბერიძემ ამ სეზონში თასზე 6 გოლი
გაიტანა, ზივზივაძემ კი - 3.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული