მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "სან ანტონიო" "შასრლოტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" შინ "შარლოტ ჰორნეტსთან" დამარცხდა.

მოგეხსენებათ, ტეხასელთა ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა ტრავმის გამო გუნდს მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში ვერ ეხმარება, ცოტა ხნის წინ კი "სპურსს" სეზონის ბოლომდე, მეორე ლიდერი, დ'ეარონ ფოქსიც გამოაკლდა.

"სან ანტონიოს" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს 17 წუთი მიეცა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "შარლოტის" ლიდერი ლამელო ბოლი გახდა, უკანახაზელმა 29 წუთში 27 ქულა, 3 მოხსნა და 15 შედეგიანი პასი მიითვალა.

"სან
ანტონიოდან" სტეფონ ქესლმა საკუთარ გუნდს 29 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "სპურსი" 27 გამარჯვებითა და 38 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. "სან ანტონიო" მორიგ შეხვედრას 16 მარტს "ნიუ ორლეან პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სანდრო წვერისთვის ცოტა ფორმა რო მიგეცა უფრო ესთეთიური იქნებოდა!!!
0
მაგავრიაააააააა
ნრნრ
11:07 15-03-2025
1

სიახლეები პოპულარული