business-gazeta იტყობინება, რომ "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და დასაბრუნებლად მზადაა.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შეიძლება 8 მაისს სტუმრად ტულის "არსენალთან" ითამაშოს.
ხვიჩამ ბარძაყის ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო და არსებობდა იმის საშიშროება, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებდა.
კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3 პენალტი მოინადირა, მისი "რუბინი" კი მეოთხე ადგილზეა.
ძალიან გთხოვთ იქნებ გარკვიოთ რა მდგომარეობაში არიან ჩაკვეტაძე და ზარანდია მათზე დიდი ხანია არაფერია ახალი როგორ მდგომარება აქვთ ახლაა და როდის შეიძლება დაბრუნდნენ ზარანდიაზე თითქმის ერთი წელია არაფერი ისმის დასრულა კარიერა თუ რა მოხდა ამ ბიჭის თავს გაურკვეველია.