"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
"ინგულეცის" ფორვარდი ნიკა სიჭინავა, რომელმაც უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, fanday-მ კი 26 წლის ქართველ თავდამსხმელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ნიკა, როგორ ხარ?
- ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მატჩი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ის ჩერნიგოვში ჩატარდა.

15 წლის ასაკში სწორედ ჩერნიგოვში გადმოხვედით საცხოვრებლად და ფაქტობრივად, ის თქვენი მეორე სახლი გახდა...
- დიახ, ის ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია. ამ სტადიონზე პირველად ვთამაშობდი, გამარჯვება მინდოდა და საბედნიეროდ, მივაღწიეთ კიდეც.

ანგარიში თქვენი საგოლე პასით გაიხსნა,
პარტნიორს ინსტინქტურად გრძნობდით?

- პარტნიორებისგან შეძახილი გავიგე და უკვე ვიცოდი, შორეულ კუთხესთან რომელიმე იქნებოდა. ამიტომ არც გამიხედავს, პასი ისე გავაკეთე.

2:0 თქვენი ბრწყინვალე დარტყმის შემდეგ გახდა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს თქვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია?
- რთულია ასე შეფასება. ვიგრძენი, რომ შუაში შესვლა და გარღვევა შემეძლო. შემდეგ მარცხენა ფეხით დარტყმა გადავწყვიტე. ალბათ, ლამაზადაც გავიტანე (იღიმის).

თქვენ ორიგინალური ცეკვით აღნიშნეთ...

- ეს ერთგვარი მისალმება იყო. ტრიბუნაზე ჩემთვის ძვირფასი ორი ადამიანი იყო - პირველი მწვრთნელი და ასევე, ფაქტობრივად, ჩემი მეორე მამა. ეს ხალხი ძალიან მეძვირფასება. ისინი ჩემს გოლს მხირულად აღნიშნავდნენ და მათ მიმართ ერთგვარი პატივისცემა გამოვხატე.

მანამდე "ინგულეცს" ზედიზედ სამ შეხვედრაში არ გაუტანია გოლი და ოთხი ტურის განმავლობაში ვერ გაიმარჯვეთ. გრძნობდით დაძაბულობას გუნდში?

- წინა ტურში გვესმოდა, რომ "დინამოსთან" რთული შეხვედრა იქნებოდა. ჩვენ მაქიმალური შედეგის მიღწევას შევეცდებით.

თქვენთვის პირველი სეზონია უმაღლეს ლიგაში და უკე ექვსი გოლი გაქვთ. არსებობს გარკვეული დონე, რომლის მიღწევაც გსურთ?
- მთავარი გუნდური ინტერესებია და არა პირადი მიზნები. მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენე. გარდა ამისა, სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, ათზე მეტი გოლის გატანაც იქნებოდა შესაძლებელი.

მომზადებულია fanday-ს მიხედვით

altსაქართველოს ნაკრების პოტენციური ფორვარდი - სწრაფი, ტექნიკური, ძლიერი დარტყმით...


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მთავარი გუნდის ინტერესებიაო(ამ ბიჭს კი არ ვერჩი) ყველა ასე ამბობს...და არ არიან გულწრფელი... რა გირჩევნიათ გენტმა რუზელარეს მოუგოს და ჩაკვე კიდე ტრავმირებული იყოს თუ ბრიუგესთან 5-3 წააგოს ჩაკვეს ჰეთ-თრიქით.
ჩვენი პოზიციიდან არ გავ..რი გენტს?
ასე ფიქრობენ თვითონაც და ვერც გაამტყუნებ..
ამ ბიჭს წარმატებები,მომავალ წელს ბუნდესლიგაში გატანილი გოლებით გაგვახარე
Levani
12:46 06-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული