- იმ დროის განმავლობაში, რაც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობ, იყო უსიამოვნო დღეები, როდესაც მეტოქეთაგან ფლანგზე, უხეშად რომ ვთქვათ, ვინმემ გათრიათ?
- უფრო კი, ვიდრე არა. „რუბინში“ ჩემს ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია იყო კარგი; ცოტა ხნის წინ „კრასნოდარში“ - ვანდერსონი, „ხიმკიში“ - მირზოვი. როდესაც ფეხბურთელი ინდივიდუალურად ძლიერია, დამცველისთვის საერთოდ შეცდომის გარეშე თამაში შეუძლებელია, მაგრამ მაინც, ყოველ მათგანთან უკეთ ასპარეზობა შემეძლო.
-
- ჩანს, რომ ის ბურთით თამაშისას ძალიან მრავალმხრივია. მოტყუება, დარტყმა, ჩაწოდება - ყველაფერი შეუძლია. ნიჭიერია. ღმერთმა ქნას, ყველაფერი გამოუვიდეს. ბუნებრივია, სლუცკი ეხმარება და ამიტომ პროგრესირებს.
- ცოტა ხნის წინ ხვიჩას „აიაქსში“ შესაძლო გადასვლაზე საუბრობდნენ. როგორც ადამიანი, რომელმაც ნიდერლანდებში ითამაშე, რას იტყვით - მისთვის ეს ტოპ-ჩემპიონატში გადასასვლელად იდეალური ტრამპლინია?
- ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. „აიაქსს“ ეხერხება ახალგაზრდებთან მუშაობა და ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტრამპლინია. ეს ჩემი პირადი აზრია, ამისათვის ყურის მიგდება აუცილებელი არაა. გაიხსენეთ „აიაქსი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ყველასთან მისი ფეხბურთელები შემტევ სტილში თამაშობენ, თავს არ ღალატობენ და არაფრის ეშინიათ. ასეთი რამ არ ახასიათებთ და თუ რაიმე არ გამოსდით, დაცვაში დგებიან და თამაშს ამარტივებენ. ამიტომაც იზრდებიან.
- ხვიჩამ რომ გკითხოთ, ეტყოდით? „წადი „აიაქსში“ და არ დაფიქრდე“...
- დიახ.
მაგარი მაჩო ვარ,ქალების რისხვა-თუ რამე არ გამომივიდა ბალკონზე გავალ და მოვწევ.