"მძიმე დარტყმა და შესანიშნავი შემსრულებელი "- მიქაუტაძე "სერენის" მთავარი იმედი?

AutoSharing Option
დღეს, 8 მაისს, გიორგი მიქაუტაძის "სერენი" ბელგიის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებით შეხვედრას სტუმრად, "ვაასლენდ ბევერენთან" გამართავს. პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, "სერენის" რიგებიდან ერთადერთი გოლი კი ქართველმა მატჩის მიწურულს, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. 

ბელგიურმა გვერდ rtbf-მა 5 მიზეზი გამოაქვეყნა, თუ რატომ გაიმარჯვებს "სერენი", მთავარი კი ჩვენდა სასიხარულოდ გიორგი მიქაუტაძის ფაქტორი აღმოჩნდა. 

მძიმე დარტყმა და შესანიშნავი შემსრულებელი:

უნდა ითქვას, რომ შავ-წითლებს გუნდში ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძის იმედი აქვთ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბელგიის რიგით მეორე დივიზიონში გასულ სეზონში 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირიც გახდა. 21
წლის ფეხბურთელი ფრანგული "მეციდანაა" განათხოვრებული, დიდი ალბათობით კი ისინი თავდამსხმელს სეზონის დასრულებისთანავე წაიყვანენ, თუმცა ფაქტი ერთია, მიქაუტაძეს შეუძლია თავაწეული წავიდეს აქედან. 

დანარჩენი 4 მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს: 

  1. ფსიქოლოგიური უპირატესობა

  2. ზეწოლა, რომელიც "ვაასლენდ ბევერეენს" აქვს

  3. სტატისტიკა

  4. თამაშის ფილოსოფია

შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება

წყარო: rtbf

altრომ არა მიქაუტაძე... - რას წერს ბელგიური მედია?!


მკითხველის კომენტარები / 4 /
... მოიგო სერენმა 5:2!!! ორი გოლი გიორგიმ გაიტანა!!! საგოლე გადაცემაც მიითვალა!!! ისე აგებდნენ 1:0, პირველი ტაიმი 1:1!!! ყოჩაღ!!!
დათო
09 მაისი 2021 00:47
0
საღოლ ჟორჟ. გავიდნენ
გგ
09 მაისი 2021 00:32
0
ახლა მიდის "სერენი"-ს თამაში და მიქაუტაძეს უკვე დუბლი აქვს შესრულებული (სერენი 4-2-ს იგებს). ბრავო გიორგი, ჩვენი ნაკრების მომავალი ხარ, კვარასთან და ჩაკვესთან ერთად!
fani
09 მაისი 2021 00:25
0
2 თხარა
mamuka
09 მაისი 2021 00:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული