"ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!" - მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდშია...

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა t.bdhnee-ი "სერენის" წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ქართველ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ასახელებს:

"მიქაუტაძე იყო ლიდერი, რომელმაც გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავ კურსზე ატარა. რა თქმა უნდა, მარტო ის ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ პირველ რიგში, ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!"

პლეი-ოფში წარმატებული გამოსვლის შემდეგ რამდენიმე გამოცემამ გიორგი კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა: "მიქაუტაძე იყო კაცი, რომელმაც "სერენს" ჟუპილერლიგისკენ გაუხსნა გზა როგორც პლეი-ოფში გატანილი გოლებით, ასევე მთელი სეზონით." - წერს voetbalkrant-ი. 


მომზადებულია t.bdhnee-ს მიხედვით


alt"სერენის" გმირი მიქაუტაძე მატჩის შემდეგ : "სიტყვებს ვერ ვპოულობ,

ეს განსაკუთრებულია!"


altრომ არა მიქაუტაძე... - რას წერს ბელგიური მედია?!






მკითხველის კომენტარები / 3 /
ძლიაან დიდი საქმე გაკეთა სერენისთვის მიქაუტაძემ მთელი სეზონის მანძილზე და გუნდი უკვე ჟუმპერ ლიგაშია პლეიფი, რომ წაეგო და ჩარჩენილიყო მე 2 ლიგაში აუცილებლად წასვლას ჩავთვლიდი სწორ გადაწყვეტილებად, მაგრამ ახლა მგონია, რომ რახან გუნდი გადავიადა ბელგის უმაღლესში და მიქაუტაძე არის ამ გუნდში მთავარი ფეხბურთელი ვისი დამსახურებითაც ეს მოხდა ვფიქრობ დარჩენა ჯობია მინიმუმ ზამთრამდე,
ბელგიის უმაღლეს ლიგასა და ბელგის მე 2 ლიგას შორის უზარმაზარი განსხვავება გაცილებით მაღალი დონეაა ჟუმპერ ლიგა,
ბელგის მე 2 ლიგა არის 8 გუნდიანი ჩემპიონატი.
ჟუმპერ ლიგაში 18 გუნდია ძლიერი გუნდები გაცილებით მეტი თამაშია სათამაშო თასი ჩემპიონატი შემდეგ პლეიოფები და ძალიან ბევრი სკაუტი ესწრება ჟუმპერ ლიგის თამაშებს და ბევრი ტელევიზია აშუქებს ევროპაში ყურადღება დიდია და აქედან გამომდინარე ჯობია დარჩეს იქ სადაც არის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი ენდობიან 100% და გუნდში ბოლო ბოლო სადაც მას ძალიან ემადლიერებიან და გმირად თვლიან.
რათქმაუნდა მეცი ჯობია და საფრანგეთი მაგრამ იქ რა როგორ იქნება ეგ მეორე საკითხია
მეცში არის ჯერ ეს ერთი ძალიან დიდი კონკურენცია თავდამსხმელებში მეორე ლიგა 1 გაცილებით მაღალი დონეა ბელგის ჩეპიონატზე და ბელგის მე 2 ლიგაზე ხო საერთდ საუბარიც არააა ლიგა 1 შედარებით და იქ ახლა ვფიქრობ, რომ გაუჭირდება ამ ეტაპზე თავის დამკვიდრება მინიმუმ დრო დასჭირდება ადაპტაცისთვის, რომ ალღო აუღოს ჩემპიონატს და მეცი, რომელიც შედეგზე ორიენტირებული გუნდია რამდენად აცლის და მისცემს ხშირს სათამაშო დროს ეგ უკვე რთული საკითხია ჩემთვის მითუმეტეს რომ მეთს 4 თავმდასხმელი ჰყავს ფიზიკურად ძლიერი აფრიკელი ფორვარდები რომელბიც ლიგა 1 ში თამაშობენ მეცის ძირითადში და როტაციაში ყოველთვის.
გიო
18:19 10-05-2021
6
ძალიან გამიხარდა ვულოცავ ამ წარმატებას მიქაუტაძეს კლუბის წარმატებაში ძალიან დიდი დამსახურება აქვს.
არ ვიცი მომავალში რა იქნება და რას გადაწყვეტენ დარჩება თუ წავა თუმცა ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ერთი სეზონი კიდევ დარჩება სერენში და ითამაშებს ბელგის უმაღლეს ლიგაში სერენში მას გარანტირებული აქვს უკვე ძირითდაში ადგილი გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და ბელგის უმაღლესშიც თუ ასეთივე კარგი შედეგები ექნება მერე მეცში უკვე სხვა დონის და იმიჯის ფეხბურთელად დაბრუნდება და უკვე მართლა გარანტირებულად მიიღებს სათამაშო დროს. (რათქმაუნდა მინდა რომ მეცში ითამაშოს და ლიგა 1 ში იყოს მაგრამ მინდა რომ ძირითადის ფეხბურთელი იყოს და სკამზე არ იუქმოს)
რაც არ უნდა იყოს ახლა ბელიგის მე 2 ლიგაში თამაშობდა, რომელიც ძალიან შორსაა ლიგა 1 დონისგან ეს ხომ სეგუნდა დივიზიონი არაა ანდაც ჩემპიონშიპი სადაც ძლიერი გუნდები არიან აქედან გამომდინარე ვფიქრობ სერენიში ჯობია ისევ ამ ეტაპზე, რომ დარჩეს კიდევ ერთი სეზონი და ბელგის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშოს ჟუმპერ ლიგაში თამაში დაეხმარება პროგრესში და განვითარებაში.
მეცში როგორი მდგომარეობა ექნება კლუბში რამდენ სათამაშო დროს მიიღებს ეგ სამარჩიელო თემაა შეიძლება უცებ ვერ აუღოს ალღო ჩემპიონატს და 1-2 თამაშის შემდეგ არ დაკმაყოფილოს მეცი მისმა თამაშმა და გადასვან ისევ სკამზე და სერენში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია აქ იდეალურად აქვს დალაგებული ყველაფერი და 100% მიიღებს სათამაშო დროს ვფიქრობ ამ ეტაპზე სერენი ჯობია თუმცა ეს მხოლდო ჩემი სუბიექტური აზრია.
ზაზა
15:58 10-05-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული