ქართველების "ანორთოსისს" ხვალ სეზონის გადამწყვეტი მატჩი აქვს

AutoSharing Option
ქართველების "ანორთოსისმა", რომლის ღირსებასაც გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია იცავენ, კვიპროსის დასრულებული ჩემპიონატის 26 მატჩიდან 15 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 5 წააგო (ბურთების შეფარდება 37:21), 51 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე გასვლა მხოლოდ თასის მოპოვების შემთხვევაში შეუძლია.

15 მაისს, თასის ფინალში თემურ ქეცბაიას გუნდი "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. შეხვედრა ნიქოზიას 22 859-იან "Neo GSP"-ზე გაიმართება და კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო სტადიონზე მაყურებელთა ტევადობის მხოლოდ 15% დაიშვება.

larnakasports-ი აღნიშნავს, რომ ამ მატჩს ქეცბაია გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს,
ვინაიდან ამ სეზონში ეს მათთვის ტიტულის მოპოვების უკანასკნელი შანსია და უნდა კლუბის იუბილესთან (ფამაგუსტური გუნდი 110 წლის გახდა) დაკავშირებით გულშემატკივრები გაახაროს.

თემურმა ფინალის წინ მოკლე კომენტარი გააკეთა: "თასს ის მოიპოვებს, რომელიც მეტოქეზე მეტ გოლს გაიტანს. ხანდახან ყველაფერი ძალიან მარტივია".

მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სად შეიძლება ანორთოსისის თამაშს ვუყუროთ? გთხოვთ,მიპასუხოთ.
status quo
14:20 15-05-2021
0
სად შეიძლება ანორთოსისის თამაშს ვუყუროთ? გთხოვთ,მიპასუხოთ.
status quo
14:21 15-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული