გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის.
ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-თან საუბარში ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა.
"შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულში ხვიჩა "რუბინს" აუცილებლად დატოვებს... ჯერჯერობით, რომელ გუნდში გადავა ის, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
მიდის ბევრ გუნდთან საუბარი. ბავშვი ახლა დაისვენებს და წყნარ, დასვენებულ გონებაზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად სურს თამაში", - ამბობს ბადრი კვარაცხელია.
უფალი გფარავდეს❤❤❤