თურქეთის სუპერლიგა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გარეშე დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ქონიასპორმა" თურქერთის სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, yenihaberden წერს, რომ კლუბს ცხრა მოთამაშე დატოვებს, მათ შორის ერთერთი კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლევან შენგელია იქნება.

შენგელიამ გასულ სეზონში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. ლევანი "ქონიაში" 2019 წელს, თბილისის "დინამოდან" 2+1 ხელშეკრულებით გადავიდა და პირველი სეზონიც საკმაოდ კარგი ჰქონდა. როგორც ვხედავთ, მასთან კონტრაქტის გაგრძელება საჭიროდ მაინც არ ჩაითვალა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სუპერლიგიდან გავარდა საბა ლობჟანიძის "ანკარა". ამ ეტაპზე, თურქეთის მთავარ ლიგაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები აღარ ასპარეზობენ. დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასა და მათ
მიმართ ახალ შეთავაზებებს.

მომზადებულია yenihaberden-ის მიხედვით


altლევან შენგელიამ საგოლე პასი გააკეთა - "ქონიასპორმა" თასზე იმარჯვა



alt"არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წინ დიდი გუნდი დგას თუ პატარა..." - საბა ლობჟანიძე "გალათასარაის" დამარცხებას გამოეხმაურა




მკითხველის კომენტარები / 5 /
შენგელიაზე შარშან ვამბობდი რომ მაქსიმუმ ერთი წელი გააჩერონთქო,მიუხედავად იმისა რომ კარგი დარტყმა აქვს მაგ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის,ხობის კოლხეთი და თელავის ხელმძღვანელობა არ არის იქ რომ ეგ არ შეემჩნიათ,ტყუილად არავინ არავის არ გამოუშვებს!მე შენგელიასი გამკვირვებია შე დალოცვილო იყავი რა დინამოში,მიგდიოდა თამაში,გათამაშებდნენ,ეხლა დინამოც არ გათამაშებს.
ომბუცმენი
15:52 22-05-2021
3
ისე ზოგის გამკვირვებია;ისე იძახით გეჰონა წეწვა გლეჯვა იყოს ამ ჩვენ ფეხბურთელებზე.კვარა არ მაქვს მხედველობაში
კახა ქ.
17:39 21-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული