საჩხერის "ჩიხურამ" გუნდიდან 12 ფეხბურთელი გაუშვა. "რუსთავი 2"-ს კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თორნიკე შალამბერიძემ განუცხადა, რომ ეს ფინანსური კრიზისითაა განპირობებული.
შალამბერიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან ურთიერთშეთანხმება უკვე შედგა... გუნდი მოთამაშეებს 3 თვის ხელფასს სთავაზობს, ზაფხულში კი ისინი ახალ კლუბს იპოვიან.
თავის მხრივ, გადაცემა "სპორტის საათში" კომენტარი "ჩიხურადან" გაშვებულმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.
კაპიტან ლაშა ჩიკვაიძის თქმით, კლუბის გადაწყვეტილება მას პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლებმა აცნობეს...
როგორც ირკვევა, საჩხერული გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს "გაკეთებულ თამაშებს" ედავება. მათ მიაჩნიათ, რომ მოთამაშეები თამაშებს აწყობდნენ.
ამ ამბავს ფეხბურთელები
კატეგორიულად უარყოფენ და ცილისწამებას უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ "ჩიხურა" ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. გუნდი დღეს, 16:00 საათზე, "ზუგდიდს" დაუპირისპირდება, მოკვეთილი ფეხბურთელები კი თამაშზე მისვლას აპირებენ.