"რუბინმა" ის მინიმალური თანხა დაასახელა, რის ფასადაც ხვიჩას შეელევა
AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, კლუბს 2021 წლის ზაფხულში დატოვებს. სავარაუდოდ, 20 წლის ხვიჩა ევროპის 6 საუკეთესო ლიგის ერთ-ერთ გუნდში გადავა. ამრიგად, თათრებს არ სურს, თავისი ერთ-ერთი ლიდერი დაბალ ფასად გაყიდოს.
ამრიგად, sports-ის მიხედვით, "რუბინი" ხვიჩასთვის, როგორც მინიმუმ, 20 მილიონ ევროს ითხოვს. კვარაცხელიამ 2020/21 წლების სეზონში ყაზანელთა შემადგენლობაში 23 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
20 მილიონი რუბინის ფეხბურთელში? კი მაგრამ რატომ უნდა გადაიხადოს ვინმემ 20 მილიონი მასში როცა მაგ ფასად პორტუს ბენფიკას, ლიდსის ან სევილიას ფეხბურთელის შეძენაა შესაძლებელი? ბრაზილიიდან აღარ მოყავთ 20 მილიონად ტალანტები.
კონტრაქტი რუბინთან როდემდე აქვს ? ვფიქრობ, რომ 20 მილიონს ალბათ არავინ გადაიხდის, იმიტომ, რომ 20 მილიონი ისეთი ფასია რომელსაც გადაიხდიან უკვე ყველანაირად ეჭვ გარეშე ვარსკვლავში, რომელსაც თავი გამოჩენილი და დამკვიდრებული აქვს ჩემპიონთა ლიგაში, ტოპ კლუბების წინააღმდეგ წარმატებული თამაშით. კვარაცხელიას ამ კუთხით არავის უნახავს და ამიტომ საეჭვოა, რომ ამხელა თანხა გადაიხადონ. აი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი დიდი სიამოვნებით იხილავდა თავის რიგებში ნებისმიერი გუნდი ამ ტალანტს. თუმცა რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ ვცდები და მას ტოპ კლუბი ეხლავე იყიდის.....