todofichajes: კვარაცხელიას მიმართ "იუვენტუსის" დაინტერესება "სევილიას" შანსებს ამცირებს

AutoSharing Option
ესპანური todofichajes-ი ირწმუნება, რომ უკანასკნელ დღებში "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს უფრო აქტიურად გამოხატავს "იუვენტუსი" და ეს "სევილიას" მიერ ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ამცირებს.

გამოცემის ცნობით, ზაფხულში "იუვენტუსი" რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაემშვიდობება და ახალ სისხლს საჭიროებს.

todofichajes-ი აღნიშნავს, რომ ქართველის აგენტმა მიანიშნა ფეხბურთელის სურვილზე რუსეთის დატოვების თაობაზე და ის დიდი ნახტომისთვის ემზადება.

"რუბინი" კვარაცხელიას 20 მილიონ ევროდ აფასებს. ყაზანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ამას წინათ აღიარა, რომ ერთდროულად რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მგონი ეს ჟურნალისტები, მაგრად ღადაობენ ჩვენზე.
გია
13:15 26-05-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული