ნინუას გოლი ბერძნულ ლიგაში ერთერთ საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ საბერძნეთის სუპერლიგის გასულ სეზონში, "პაოკის" რიგებში მხოლოდ ცხრა შეხვედრაში იასპარეზა და ერთი გოლი გაიტანა. ქართველის შედეგიანმა დარტყმამ ჩემპიონატში ჯარიმიდან გატანილ საუკეთესო გოლებში მეორე ადგილი დაიკავა.

"პანიტოლიკოსის" კარის აღება novasports-მა გამოარჩია. სტატიაში ნათქვამია:

"პაოკმა სეზონში 60 გოლი გაიტანა. რამდენიმეს განსაკუთრებით აღნიშვნა ნამდვილად ღირს....

ნიკა ნინუამ ჯარიმა ჭკვიანურად შეასრულა - როგორც ჩანს, მეკარე ბურთს მისგან მარჯვენა კუთხეში ელოდა და ნაბიჯიც შესაბამისად გადადგა, მაგრამ ნახევარმცველმა საპირისპირო მხარეს
დაარტყა."

ჩემპიონატის გარდა, 21 წლის ქართველმა საბერძნეთის თასზე სამი შეხვედრა ჩაატარა  და თავი იქაც ერთი გოლით გამოიჩინა.

"პაოკმა" ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, მხოლოდ "ოლიმპიაკოსს" ჩამორჩა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მომზადებულია novasports -ის მიხედვით


altბერძნული მედია ნიკა ნინუაზე წერს

altნინუა საბერძნეთის ჩემპიონატის 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელეს

altნინუას ჯარიმა ტურის 5 საუკეთესო გოლში მოხვდა [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული