ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "აპოელში" გადავიდა.

კვიპროსული პრესა აცხადებს, რომ ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ოქრიაშვილი უკვე თავისუფალი აგენტი იყო, "ომონიასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოო არჩევანი "აპოელის" სასარგებლოდ გააკეთა.

სატრანსფერო ბომბი - ასე აფასებს 24sports-ი განხორციელებულ ტრანსფერებს. კლუბის პრეზიდენტ პროდრომოს პეტრიდესს აღფრთოვანებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მადლობას უხდიან და გუნდის აღორძინების იმედს გამოთქვამენ.

"ახლა უკვე ჩეპიონები უნდა გავხდეთ, ევროტურნირებზე დავბრუნდეთ და სეზონური აბონემენტები სასწრაფოდ შევიძინოთ", - წერენ ქომაგები.

არაა გამორიცხული, "აპოელში" ფამაგუსტური გუნდიდან ბუბა დაუშვილი
გადავიდეს. მოკლედ, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ახალი გუნდის აწყობა მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ