თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ "აპოელთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ყველაზე დიდ გუნდში მივესალმებით და ჩვენს გუნდთან ერთად მრავალი ტიტულის მოპოვებას ვუსურვებთ", - წერს კლუბის საიტი.
გასულ სეზონში ქვილითაიამ იჯარის წესით "ანორთოსისში" იასპარეზა, მის რიგებში 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მაგრამ ფამაგუსტურმა კლუბმა "გენტისგან" კონტრაქტის 600 ათას ევროდ გამოსყიდვა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, "აპოელმა" შეიძინა და larnakasports-ის ცნობით, წლიურ გასამრჯელოდ 300 ათასი დაუნიშნა.