ჯუღელი ხვიჩას ტრანსფერის სავარაუდო ქვეყნებსა და ვადაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა:

"კვარაცხელიას მიმართ ინტერესი იტალიურ, ინგლისურ და გერმანულ კლუბებს აქვთ. ხვიჩას ტრანსფერს ყველა ხელს უწყობს - სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით მუშაობენენ.

მე მისი ტოპ-კლუბში თამაში მინდა. ტყუილია, რომ "ლიდსში" ტრანსფერი გადაწყვეტილია. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ იტალიის და ინგლისის კლუბები ფავორიტები არიან. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში 15 ივნისიდან იქნება. სატრანსფერო საკითხი დაახლოებით ერთ თვეში, 15 ივლისამდე უნდა გადაწყდეს.

ივა გელაშვილის რუსეთის პრემიერლიგაში გადაბირება გვინდოდა, მაგრამ პრაღის "სპარტასთან" მოლაპარაკება ვერ მოვახერხეთ.
"როტორში" მისი ჩარიცხვა ამ კლუბისთვის სერიოზული საჩუქარი იქნებოდა.

"თელავის" კაპიტანი ილია ბერიაშვილი უახლოეს დღეებში "როტორთან" კონტრაქტს გააფორმებს."



მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუ ეს კიდე მოვიდა! "გაიტანეთ გრენლანდია"!
kaxi
09:33 07-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული