კანკავას თითქმის დაუჯერებელი მაჩვენებელი ლიგა 2-ში

AutoSharing Option
ფრანგული საფეხბურთო ვებგვერდი maligue2.fr, რომელიც ლიგა 2-ის გარშემო მუშაობს, აქვეყნებს სტატიას, თუ ვინ ირბინა ყველაზე მეტი საშუალოდ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის გასულ სეზონში.

აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ვალენსიენის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ლიგის ყველაზე მორბენალთა 5-ეულში შედის. 35 წლის კანკავა, საშუალოდ, თითოეულ თამაშში 11,5 კილომეტრს ფარავდა, რაც ლიგაში მე-5 შედეგია. პირველ ადგილზე ლიგა 1-ში დაწინაურებული "კლერმონის" ნახევარცმველი იოჰან გასტიო არის 12,96 კმ მაჩვენებლით.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჯაბა 10-ეულის წევრებს შორის ყველაზე "უხუცესია".

საიტი წერს: "საყრდენი, დაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველისთვის
მთავარი თვისება კაპილარობა ნამდვილად არ გახლავთ (როცა ნგოლო კანტესა და როი კინზე ვიფიქრებთ, პირველი თავში ეს არ მოგვივა), თუმცა მე-5 ადგილზე ჯაბა კანკავას ვხედავთ."

ნამდვილად გასაოცარია, რომ 35 წლის ასაკშიც კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები აქვს... ვლადიმირ ვაისმა ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, კანკავა კიდევ 4-5 წელი ითამაშებსო და ეს სტატისტიკა "ვლადკოს" ნათქვამის დადასტურებაა...

მკითხველის კომენტარები / 12 /
დასანანია რომ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა ჯაბამ! მე ვგულისხმობ დიდ კლუბში.
მერაბი
09 ივნისი 2021 09:59
0
გვილიამ გარეგნობაში რო მიბაძა მიებაძა თამაშში მარტო გარეგნობა და თავის გადაპრიალება რას უშველიდა
რომა
08 ივნისი 2021 17:55
3
აკაკის რომ დავესესხო... მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველაო.
*
08 ივნისი 2021 21:58
0
აქ მხოლოდ ორ კომენტარს აქვს უარყოფითი ისიც არა ჯაბას არამედ "სპორცმენის" გამო.
სპორცმენი - არასწორია.
სწორია - სპორტსმენი, ანუ სპორტის კაცი.
პატივი ეცით ქართულ ენას
08 ივნისი 2021 17:14
2
ყოჩაღ ჯაბა, შენ ნამდვილი სპორცმენი და პროფესიონალი ხარ, დანარჩენ სირისტიანებს რა ვუყოთ ნაკრებში, 100 მეტრს რომ გაირბენს და მერე ნახევარ ტაიმს რომ ისვენებენ.
დათო
08 ივნისი 2021 16:12
2
ღირსეული თამაშისთვის ღირსეული წინასწარი მომზადებაა საჭირო, რაც ბევრი ფეხბურთელისთვის არასასურველია. გაიხარე ჯაბა, სულ წარმატებებით გევლოს.
გიზოგ
08 ივნისი 2021 15:52
0
მივბაძოთ ? მე უკვე დიდი ხანია ვბაძავ ჩვენს კაპიტანს - მუნჯი ვარ )))
იმედისმომცემი
08 ივნისი 2021 15:43
2
მაგარი კაცი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი.
გიო
08 ივნისი 2021 14:33
0
მიბაძეთ ან ფიზიკაში ან მონდომებაში ფეხბურთელებო. თქვენ თავზე რომ იმუშაოთ სიზარმაცის გარდა არაფერი გიშლით ხელს. გაიხარე ჯაბა-ჯიგარო
gori
08 ივნისი 2021 14:18
0
ღირსება აქვს რაც მთავარია, თუ აკეთებს თავს არ ზოგავს და იმიტომ გამოსდის ყველაფერი კარგად. კაპიტანო გვეამაყები
kaxa
08 ივნისი 2021 14:15
0
მაგარი ხარ კაპიტანო, გაიხარე და გაგვახარე...........
სტალინი
08 ივნისი 2021 14:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული