"იმედი მაქვს, მოსკოვის "სპარტაკი" მის მსურველებს შორისაა!" - რუსი გულშემატკივრების გამოხმაურება კვარაცხელიას ტრანსფერზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ცოტა ხნის წინანდელ განცხადებას, რომ მისი ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის, რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იქაურ სტატიებში საკმაოდ ბევრი გულშემატკივრის კომენტარსაც ამოიკითხავთ:

"სასიამოვნო გრძნობაა, როცა კლუბს შენ ირჩევ, ხვიჩა კარგია!"

"მე მძულს ვასილ კიკნაძე. რამდენად მართალი იყო სიომინი, რომელმაც ხვიჩაში პოტენციური ვარსკვლავი თავიდანვე დაინახა და თითქმის ტიროდა, როდესაც ქართველი "ლოკომოტივიდან" წავიდა."

"ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ძველი თბილისის "დინამოს" შემდეგ არ ჰყოლია."

"იმის გათვალისწინებით, რომ "რუბინი" ორი ლეგიონერს ყიდულობს, ისინი ხვიჩას აუცილებლად გაყიდიან.  უფრო მეტიც, სლუცკიმ თქვა, რომ კვარაცხელია გუნდის
ხერხემალი არ არის."

"სუპერმოთამაშე! პრემიერლიგა ან ბუნდესლიგა მისი გზაა!"

"როგორც წესი, ვის ტრანსფერზეც საუბრობენ, ის მოთამაშეები რუსეთის პრემიერლიგაში მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან."

"იმედი მაქვს, რომ მოსკოვის "სპარტაკი" მის მსურველებს შორისაა!"

"ხვიჩამ იპოვა მწვრთნელი, რომელიც მას თვალდახუჭული ენდობა. მას ფეხბურთის გარდა არაფერი სჭირდება. იმედია, "ლიდსში" გადავა."


მომზადებულია SPORTS-ის მიხედვით



altკვარაცხელია საყვარელ ჩემპიონატსა და მწვრთნელზე საუბრობს - "ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის"

alt"დარჩება "ლიდსს" იმის თანხა, კვარაცხელიაში 20 მილიონი გადაიხადოს?!" -ბრიტანული პრესა

altბრიტანული პრესა "ლიდსში" კვარაცხელიას მცველად თამაშს განიხილავს

altკვარაცხელიას ყაზანის მერმა მოუწოდა






მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია არ გამართლდება ეგ კომენტარი აღარასოდეს , რაც წარსულს ნაღდად რეალურად სახავს
ლშა
17:44 08-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული