ბრიტანული პრესა "ლიდსში" კვარაცხელიას მცველად თამაშს განიხილავს

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა hitc ხვიჩა კვარაცხელიასა და "ლიდსის" თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება და ქართველი ფეხბურთელის ამ გუნდში ჩარიცხვის შემთხვევაში, მის შესაძლო პოზიციაზე საინტერესოდ მსჯელობს:

"მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე კვირის წინ, კვარაცხელიამ ხმები "ლიდსის" წინადადების შესახებ დაადასტურა, როგორც ჩანს, ამის შემდეგ ინგლისური კლუბის მხრიდან განსაკუთრებული აქტივობა არ ყოფილა და მათი ინტერესესი უფრო სერიოზულ ფორმებში არ გადასულა.

გარდა ამისა, ჯერ არ არის გარკვეული, თუ რა პოზიციაზე ჯდება ჯდება კვარაცხელია მარსელო ბიელსას გეგმებში.

ჯეკ ჰარისონსა და რაფინიას გუნდში დიდი როლი აქვთ და რთული წარმოსადგენია,
20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადო იმ მოთამაშეში, ვისაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

ალბათ ბიელსას გრძნობს, რომ კვარაცხელიას, როგორც შრომისმოყვარე და მრავალმხრივ ფეხბურთელს, შეუძლია ადაპტირება მოახდინოს ახალ, თუნდაც მარცხენა მცველის პოზიციაზე. ჩრდილოეთ მაკედონიელი ალიოსკის მაგალითი ადასტურებს, რომ ნახევარმცველებს მსგავს ცვლილებებთან შეგუება არ უჭირთ."

altკვარაცხელიას ყაზანის მერმა მოუწოდა

altგამარჯვება უკვე რეალურია - კვარაცხელია პირველადგილოსანს მიუახლოვდა!

alt"კვარაცხელიას ნატურალიზება რომ მოგვეხერხებინა..." - რუსული მედია ფანტაზიებში გადავიდა

 

altკვარაცხელია საყვარელ ჩემპიონატსა და მწვრთნელზე საუბრობს - "ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის"



მკითხველის კომენტარები / 15 /
ცოტა გაუგებარია, თან გვინდა რომ დიდ კლუბში ითამაშოს, თან პრეტენზიები გვაქ და აქეთ ვაყენებთ პირობებს, კლუბი რომელიც ამხელა თანხას იხდის , კარგად იცის სად ჭირდება და რა უნდა გააკეთოს. გიჟი ხო არაა ისეთ ადგილას დააყენოს სადაც ვერ გამოადგება. კი ქართველებმა ყველაზე "კარგად" კი ვიცით ფეხბურთი, მარა არ მგონია ინგლისელები ვერ ხედავდნენ 20 მილ. გადახდილ ფეხბურთელს მეტი გასაქანი სად ექნება.
gela
20:13 28-06-2021
3
მეკარედ ან აუტჩიკად ხო არა? თუ არ უნდათ რამე სხვა მოიგონონ.
სერგო
10:55 28-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული