სუპერლიგის საუკეთესო გოლზე ხუთი ნომინანტი იყო წარდგენილი. ქართველის შედეგიანმა დარტყმამ საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა (52,87).
შეგახსენებთ, 2021 წლის 4 იანვარს არაბულის "ლამიამ" "არისი" ქართველის დუბლით დაამარცხა - მან ჯერ თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, მატჩს საბოლოო წერტილი კი მშვენიერი "მაკრატელა" დარტყმით დაუსვა. საუკეთესო სწორედ ეს გოლი გახდა.
საინტერესოა, რომ ანალოგიური ჯილდო არაბულმა გასულ სეზონშიც, ოღონდ "პანიონისის" რიგებში მოიპოვა.
გარდა ამისა, არაბული კლუბის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საბერძნეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონში არაბულმა 21 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. 27 წლის ფორვარდი ქართული კარიერის შემდეგ, უნგრეთი თამაშობდა, ბოლო ორი სეზონია კი საბერძნეთში გამოდის.
ბაჩანას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან იწვევენ. მან ხუთ ამხანაგურ მატჩსა და ერთა ლიგის ერთ შეხვედრაში იასპარეზა.
წყარო: "ლამიას" "ფეისბუქ-გვერდი"
"ისინი წნეხს არ განიცდიან..." - არაბული სანიოლის სიტყვებს ეთანხმება
ბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგაში ქართველთან ერთად ითამაშებს
არაბულის ვერცხლი, წურწუმიას ბრინჯაო, კიდევ ოქროსა და ბრინჯაოს შანსი