რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან არაბულმა (+130 კგ) - ვერცხლის, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
არაბული ფინალში რუმინელ ალინ ალეხუჩ ჩიურარიუსთან 1:6 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მან აქამდე ერთნაირი ანგარიშით, 9:0 იტალიელ ალ მაჰდი როკარდოს, გერმანელ იელო კრამერს და ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს სძლია.
წურწუმიამ ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი (8:0), მოლდოველი არტიუმ დელანუ (8:0) დაამარცხა, ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევთან წააგო (2:5), ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუმინელი ფლორინ ტიტა დაჯაბნა - 8:0.
დღეს,
12 თებერვალს, ოქროს მედლისთვის იური ლომაძე (72 კგ), ბინრჯაოსთვის კი ამირან შავაძე (60 კგ) იბრძოლებენ.
ლომაძემ ბელარუს იური კანკუს 11:0, ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 11:0 და თურქ სელჩუკ ჩანს 7:0 მოუგო და ფინალში გერმანელ ფრანკ შტაბლერს ეჭიდავება.
ნაკრების დებიუტანტი შავაძე ნახევარფინალში თურქ კერემ ქემალთან 0:7 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.