ქართველ ფორვარდის გოლს მეორე წელია საუკეთესოდ ასახელებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 წლის ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგის გასული სეზონის მიხედვით, ორ ნომინაციაში გამოარჩიეს.

სუპერლიგის საუკეთესო გოლზე ხუთი ნომინანტი იყო წარდგენილი. ქართველის შედეგიანმა დარტყმამ საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა (52,87).

შეგახსენებთ, 2021 წლის 4 იანვარს არაბულის "ლამიამ" "არისი" ქართველის დუბლით დაამარცხა - მან ჯერ თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, მატჩს საბოლოო წერტილი კი მშვენიერი "მაკრატელა" დარტყმით დაუსვა. საუკეთესო სწორედ ეს გოლი გახდა.

საინტერესოა, რომ ანალოგიური ჯილდო არაბულმა გასულ სეზონშიც, ოღონდ "პანიონისის" რიგებში მოიპოვა.

გარდა ამისა, არაბული კლუბის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საბერძნეთის ჩემპიონატის
2020-21 წლების სეზონში არაბულმა 21 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. 27 წლის ფორვარდი ქართული კარიერის შემდეგ, უნგრეთი თამაშობდა, ბოლო ორი სეზონია კი საბერძნეთში გამოდის.

ბაჩანას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან იწვევენ. მან ხუთ ამხანაგურ მატჩსა და ერთა ლიგის ერთ შეხვედრაში იასპარეზა.

წყარო: "ლამიას" "ფეისბუქ-გვერდი"

alt"ისინი წნეხს არ განიცდიან..." - არაბული სანიოლის სიტყვებს ეთანხმება

altბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგაში ქართველთან ერთად ითამაშებს

altარაბულის ვერცხლი, წურწუმიას ბრინჯაო, კიდევ ოქროსა და ბრინჯაოს შანსი

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა ეს მოითხოვს ბრონს ნაკრებში. ზივზივაძემ ხომ აიკლო მოწინააღმდეგის კარი! ყველამ იცოდეს ერთხელ კედლის თოფიც გაისვრის, მაგრამ ეს არაა საკმარისი.
niko
11:27 09-06-2021
2
ბაჩანა არაბული,საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების აღიარებული ლიდერი და მეგოლე იყო,მაგრამ ევროპის პირველობაზე წასვლის წინა დღეებში მიღებულმა მძიმე ტრავმამ,თითქმის მთლიანად გადაუსვა ხაზი,მის კარიერას.ჰო,თამაშობს,კარგია,მაგრამ რაც მაშინ ბაჩანას პერსპექტივა ჰქონდა,ეს იმასთან შედარებით,არაფერია.
სოსო
10:38 09-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული