ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნილ "როტორში" ოთხი ფეხბურთელი და მათ შორის, ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი (თელავი) და თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე (ნიჟნი ნოვგოროდი) გადავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლგოგრადული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

22 წლის ბერიაშვილი "როტორში" სინჯებზე ზამთარში იმყოფებოდა, ხოლო 21 წლის ქავთარაძემ გასულ სეზონში "ნიჟნი ნოვგოროდში" 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"როტორში" ძველი შემადგენლობიდან ქართველთაგან მხოლოდ ნიკოლაი ყიფიანი დარჩა. გუნდს სათავეში დმიტრი ხოხლოვი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობით სამზადისს მოსკოვის ოლქის კრატოვოში შეუდგნენ.