ინფორმაცია რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე...

AutoSharing Option
რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი გააჩნიათ - დატოვებენ თუ არა ამ ქვეყანას მას შემდეგ, რაც ფიფასა და უეფასგან ხელშეკრულების შეჩერების (და არა შეწყვეტის) უფლება მიიღეს.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 23 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის "როტორს" დატოვებს, მისი ახალი კლუბის შესახებ კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ბერიაშვილი ყოფილ გუნდ "თელავში" არ დაბრუნდება.

ილიამ რუსეთის პირველ დივიზიონში 19 შეხვედრა გამართა და 3 გოლიც გაიტანა. უკანახაზელს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ვოლგოგრადელები ლიგაში ადგილის
შესანარჩუნებლად იბრძვიან. ამ გუნდის ღირსებას ბექა ქავთარაძეც იცავს, რომელსაც კონტრაქტი ასევე ივნისამდე აკავშირებს, კლუბის მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში კი 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ურალის" ფეხბურთელ ლუკა წულუკიძით გერმანული "კარლსრუე" ინტერესდებოდა; 19 წლის ლუკა გაგნიძეს კი, რომელიც "ურალში" "დინამოდან" იჯარით თამაშობს, მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს; შესაბამისად, ზაფხულში მას კლუბში დაბრუნება მოუწევს.

ქართველი გულშემატკივრების მხრიდან კიდევ უფრო დიდი ინტერესი "რუბინისა" და "არსენალის" ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მიმართაა, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ვეცდებით, სიახლეები ოპერატიულად მოგაწოდოთ.

შეგახსენებთ, ფიფასა და უეფას ახალი რეგულაციით, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს, ხელშეკრულების მქონე კლუბთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, მათი დატოვების უფლება ივნისამდე მიეცათ. შესაძლებელია, ამ პერიოდში არსებული გადაწყვეტილება ისევ შეიცვალოს.

altმხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს

მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ ითამაშონ
ისიდორე
14:59 10-03-2022
0
ამათი კიდევ ვერ გავიგე რა,რაზ ქვია ივნისამდე და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ.2 თვით სად უნდა წავიდნენ ან ვის რად უნდა.ან რო დაბრუმუნდებიან იქ როგორ დახვდებიან.ძალით ურევენ და ძაბავენ სიტუაციას რა.
კახა ქ.
07:55 10-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული