დღეს, რუსეთის თასის 1/8-ფინალში, "რუბინი" რანგით მეორე დივიზიონის "როტორს" უმასპინძლებს.
გამოცხადდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები - მასპინძელთა სასტარტოშია ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა შორის სათადარიგოები ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე და ნიკოლაი ყიფიანი არიან. ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მახათაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და 2018 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაში არ ისურვა.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგიონერებს რუსეთის დატოვების საშუალება 7-10 დღეში მიეცემათ.