კაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.

კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ
პრობიერზია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყველამ თავისი საქმის იცის,მაგრამ მაინც რაა...ესპანეთიდან პოლონეთში,თან კრაკოვიაში...ნუ რავიცი მოკლედ,ქართველები განსაკუთრებით ვეტანებით პოლონეთს,ფეხბურთელი იქნება თუ უბრალოდ სამსახურის მაძებარი სხვა ადამიანი(ჩემი ახლობელიც ბევრია პოლონეთში წასული).ასე კარგია ვითომ?!
ალექსი
12 ივნისი 2021 19:41
1
მუდმივი პრაქტიკა ექნება მთავარია. წარმატებები
გოგა
12 ივნისი 2021 19:20
3
ისე დანანებით წერთ ესპანეთიდან პოლონეთში წავიდაო თითქოს ლა ლიგაში გრიმიტობდა.DDD
ggg
12 ივნისი 2021 19:10
3
სამი წლის წინ,იმედი გვქონდა,რომ ლა ლიგის გუნდში გადავიდოდა.ახლა კი სეკუნდაშიც ვეღარ შეინარჩუნა ადგილი.არადა ჩვენი ერთ ერთი ლიდერი ჰქვია.თუმცა ჩვენც ხომ ვხედავდით რეგრესს,მის თამაშში.თითო სეზონზე მეტს აღარ იჩერებენ,კლუბები და სადაც იწვევენ,ისინიც სულ უფრო სუსტებია
სოსო
12 ივნისი 2021 20:59
0
უძლიერესი მოთამაშეა ოთარი
გგ
12 ივნისი 2021 19:04
8
დარწმუნებული ვარ კაკაბაძე. აბურჯანია, გვილია, კვეკვესკირი ბოლომდე, რომ იხარჯებოდნენ ვარჯიშებზე დღეს გაცილებით მაღალ დონეზე იქნებოდნენ.
hhh
12 ივნისი 2021 18:55
0
არც გვილიას არც კვეკვეს არც აბურჯანიას სისწრაფის ნატამალიც არ გააჩნიათ და რომელ ვარჯიშზე ლაპარაკობ? ივარჯიშებენ ჩაიკუნთებიან მერე? საფეხბურთო აზროვნება მარტო აბურჯანიას აქვს მოედნის ხედვა მაგრამ რათგინდაც ისე ნელა ტრიალდება და ისე ნელა აზროვნებს ჩამოგეძინება. 60იან წლებში თამაშობდნენ ალბათ მასე ნელ ტემპში
ნიკა
13 ივნისი 2021 01:03
1
არადა არ მგონია, რომ არ იხარჯებიან ვარჯიშებზე. განსაკუთრებით აბურჯანია და კაკაბაძე, რომლებიც ესპანეთში არიან(იყვნენ), გინდაც მეორე დონის ლიგაში. უბრალოდ სტაბილურობის პრობლემა აქვთ ორივეს. ორივე ისეთი ტიპის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მომენტებში უმაღლეს დონეზე ასრულებენ, მაგრამ დაშვებულზე ხშირად სამოყვარულო შეცდომებს უშვებენ, ან მთლად ისე ვერ ბრწყინავენ, როგორც მომენტური აფეთქების მერე იმედოვნებდნენ.
nk
12 ივნისი 2021 23:11
0
აბა ეხლა გულზე ხელი დაიდეთ ისე თქვით,რუბინში სჯობდა ეთამაშა თუ კრაკოვში?
Რუსეთი ხო ჭაობია.ე.ი. ევროპა სჯობია არა? არა და ვი რაში სჭირდება რუბინში,იქ მაღალი დონეა
ლ.გიო
12 ივნისი 2021 18:45
11
რა ნიშნის მოგებით წერ, დიახ რუსეთი ჭაობია, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და შენ თუ ქართველი ხარ თავმოყვარეობასაც უნდა გილახავდეს რუსეთის მოქმედება შენი ქვეყნის წინააღმდეგ! და ევროპა რომ რუსეთს ჯობია მაგას თუ ვერ ხვდები, მაშინ რუსეთის პრემიერლიგის მეტს არაფერს უნდა გაყურებინოს კაცმა!
ლეო
13 ივნისი 2021 01:27
2
ესპანეთიდან პოლონეთში რო სათამაშოდ წახვალ....წავიდა ამის ფეხბურთი
ნიკა
12 ივნისი 2021 18:19
10
ესპანეთიდან პოლონეთში.ეეჰ!
სოსო
12 ივნისი 2021 18:15
4
რადონის მცველია ისეთ გუნდში გადავიდა.
beqa
12 ივნისი 2021 18:15
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული