საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.
კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.
კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.
ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.
გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ პრობიერზია.
ცოტა ხნის ინტერვიუსავით გაკეთდა სადაც იმედი გამოთქვა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე.აი ასე უნდა აიხდინო ოცნება.
Რუსეთი ხო ჭაობია.ე.ი. ევროპა სჯობია არა? არა და ვი რაში სჭირდება რუბინში,იქ მაღალი დონეა