კაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.

კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ
პრობიერზია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
აი ნათელი მაგალითი თუ სად ვართ.ნაკრების ერთერთი შეუცვლელი ფეხბურთელი პოლონეთის აუტსაიდერში გადავიდა,მერე კითხვები ჩნდება რატო გვჩაგრავს ასე ძალიან ჰოლანდია.ამ კაცმა ვერც შვეიცარიაში გაქაჩა და ვერც ესპანეთის მეორეში.ვეღარც ნაკრებში ვარგა,აბა კრაკოვიას დონის ფეხბურთემლმა ნაკრებში რა უნდა ქნას?წავიდა პოლონეთში,რომელიც დიდად არ აღემატება ჩვენს ჩემპიონატს.სამწუხაროა,სამწუხარო...
Master
12 ივნისი 2021 19:56
2
ესპანეთიდან პოლონეთში.ეეჰ!
სოსო
12 ივნისი 2021 18:15
4
ესპანეთიდან პოლონეთში, პოლონეთიდან წავა მერე ყაზახეთში და ბოლოს 35 წლისა დაბრუნდება თბილისის ლოკომოტივში ან გორის დილაში
მამუკა
12 ივნისი 2021 20:35
3
ესპანეთიდან პოლონეთში რო სათამაშოდ წახვალ....წავიდა ამის ფეხბურთი
ნიკა
12 ივნისი 2021 18:19
10
ჩაწოდება ისწავლე ბიძიკო, ჩაწოდება! დადექი და აწოდე და ივარჯიშე, რა განაპირა მცველი ხარ, არცერთი ჩაწოდებული სახიფათო არაა, თუ ყარაულის ოფივით ათასში ერთჯერ არ გამოგივიდა, რით ვერ გაიგეთ ეს საქართველოს განაპირა მცველებმა, ერთიმეორეზე უარესი ჩაწოდებები რომ გაქვთ?!
13 ივნისი 2021 00:33
1
რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა გაქაჩა სადმე ბოლო ხუი ეგო ზნაეტ რამდენი წლის განმავლობაში? მიზეზი ძალიან მარტივია
1. ბავშვობიდან არასწორედ იზრდებიან დაწყებული კვებიდან დამთავრებული ფსიქოლოგიით და რეჟიმით
2. ძალიან ადრე გადადიან თავის ჭკუით ეეეეევროპულ გუნდებში.
გამოსავალი ძალიან მარტივია - დარჩით ბიძია საქართველოში 22-25 წლამდე ჩამოყალიბდით პირველ რიგში როგორც ადამიანები, აქ აჩვენეთ რა შეგიძლიათ, გახდით ჩემპიონები, ბომბარდირები (ერთხელ და ორჯერ კიარა რამოდენიმეჯერ), ევროტურნირებზე ჯგუფში შედით, ძვალი და კუნთი გაიმაგრედ, ლიდერებად ჩამოყალიბდით ფსიქოლოგიურად გაძლიერდით და მერე ერთი 2 კაპიკ ნაშოვნი წადით იქ და მე ვიყო უნამუსო თუ იმ 5-7 წელიწადში უფრო მეტი არ გამოიმუშავოთ, იქ ხომ ისედაც ფულის გამო მიდიხართ...
ტეხავს რა ბოლო 10 წლოს განმავლობაში მარტო დინამო თბილისიდან ვინც ხართ წასულები ნეტა სად ხართ (ერთი კიტე თამაშობს და ისიც სად?) ყოფილიყავით ერთი 3-4 სეზონი ერთად ლიგაზეც გახვიდოდით და უფრო დიდ წარმატრბას მოუტანდით თქვენ თავსაც და მშობლიურ გუნდსაც. ნუთუ იმდენი ტვინი არ გაქვთ და ერთმანეთის მაგალითზე ვერ სწავლობთ და ვითომ აგენტებს ენდობით...
სულ ესე გზა აბნეულები იქნებით სანამ სახლში არ მიღწევთ წარმატებას.
გიორგი
13 ივნისი 2021 00:02
1
რადონის მცველია ისეთ გუნდში გადავიდა.
beqa
12 ივნისი 2021 18:15
3
მთელი საქართველო პოლონეთშია,მხოლოდ ფეხბურელებს არ ვგულისხმობ,უბრალო მოქალაქეებსაც
ბაჩი
12 ივნისი 2021 19:44
0
დარწმუნებული ვარ კაკაბაძე. აბურჯანია, გვილია, კვეკვესკირი ბოლომდე, რომ იხარჯებოდნენ ვარჯიშებზე დღეს გაცილებით მაღალ დონეზე იქნებოდნენ.
hhh
12 ივნისი 2021 18:55
0
არც გვილიას არც კვეკვეს არც აბურჯანიას სისწრაფის ნატამალიც არ გააჩნიათ და რომელ ვარჯიშზე ლაპარაკობ? ივარჯიშებენ ჩაიკუნთებიან მერე? საფეხბურთო აზროვნება მარტო აბურჯანიას აქვს მოედნის ხედვა მაგრამ რათგინდაც ისე ნელა ტრიალდება და ისე ნელა აზროვნებს ჩამოგეძინება. 60იან წლებში თამაშობდნენ ალბათ მასე ნელ ტემპში
ნიკა
13 ივნისი 2021 01:03
1
არადა არ მგონია, რომ არ იხარჯებიან ვარჯიშებზე. განსაკუთრებით აბურჯანია და კაკაბაძე, რომლებიც ესპანეთში არიან(იყვნენ), გინდაც მეორე დონის ლიგაში. უბრალოდ სტაბილურობის პრობლემა აქვთ ორივეს. ორივე ისეთი ტიპის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მომენტებში უმაღლეს დონეზე ასრულებენ, მაგრამ დაშვებულზე ხშირად სამოყვარულო შეცდომებს უშვებენ, ან მთლად ისე ვერ ბრწყინავენ, როგორც მომენტური აფეთქების მერე იმედოვნებდნენ.
nk
12 ივნისი 2021 23:11
0
წარმატებები, ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, იმედია მუდვივი პრაქტიკა და წინსვლა ექნება
***
13 ივნისი 2021 01:26
3

სიახლეები პოპულარული