ხოჭოლავას თურქული ვარიანტი აქვს - "შახტარი" ცენტრალურ მცველებს შეიძენს

AutoSharing Option
როგორც უკრაინული footballtransfer-ი იუწყება, თურქული "ტრაბზონსპორი" საქართველოს ნაკრებისა და "შახტარის" მცველ დავით ხოჭოლავათია დაინტერესებული.

თურქული კლუბი მზადაა, 27 წლის ფეხბურთელში 2,5 მილიონი გადაიხადოს. 

გამოცემა წერს, რომ დონეცკელთა იტალიელ მთავარ მწვრთნელ რობერტო დე ძებრის სურს, 2 ახალი ცენტრალური მცველი გადაიბიროს და ხოჭოლავას გათავისუფლება არ უნდა გაუჭირდეთ.

საქართველოს ნაკრების  მცველი "შახტარში" 2017 წლიდან გამოდის, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება "ტრაბზონსპორს", მათ თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და კონფერენს ლიგაში იასპარეზებენ.

altხოჭოლავამ სკანდალურ მატჩში ტრავმა

მიიღო

altხოჭოლავა შვებულებაზე კი არა, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს


მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ძირითადს მიიღებს უნდა გადავიდეს,შახტარში ვერ განვითარდება,ქართველების სასაფლაოა ეს გუნდი,საშინელი კონკურენციაა წარმატებები ხოჭოლავას
გულშემატკივარი
16 ივნისი 2021 23:09
0
თურქეთში უკრაინელი ნაშები, ნაკლებია და იმედია ფეხბურთზე მეტს იფიქრებს.D
jjj
16 ივნისი 2021 15:53
3
წარმატებები დათის. ნაკრებში აშკარად წონით ჩამოვიდა... იმედია შეკრებაზე კარგად დაფერთხავენ:)))) სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ფორმაში უნდა იყოს!!!
Blaugrana
16 ივნისი 2021 15:09
0
ხო ვეღარ ვითარდება მანდ.
sddd
16 ივნისი 2021 14:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული