ხოჭოლავა შვებულებაზე კი არა, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"მინაისთან" უკრაინის ჩემპონატის 25-ე ტურის მატჩის წინ კომენტარი "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.

"დნიპრო 1"-თან ყველაზე მთავარი შედეგი იყო. იმედია, "მინაისთან" მეორე ადგილთან დაკავშირებულ ყველა კითხვას დავხურავთ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მივიღებთ მონაწილეობას.

მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო სეზონს ატარებენ, ამ გუნდის ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობთ. მაგარი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ამისათვის მზად ვართ.

შვებულება? ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა. თუ გასულ წელს შეგვეძლო თავისთვის ოდნავ მოდუნების უფლება მიგვეცა, ამ სეზონში უკანასკნელ ტურამდე გვაქვს ჩვენი დასამტკიცებელი და შვებულებაზე
ფიქრისთვის დრო არ გვაქვს", - ციტირებს ხოჭოლავას კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული