ბრიტანული Roker Report-ის ინფორმაციით, ქართველ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას დამატება "სანდერლენდს" სურს.
წყაროს ცნობით, ინგლისურ გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერება უნდა, რადგან შემადგენლობიდან რამდენიმე ვეტერანი გაუშვეს, აბურჯანია კი შესაფერის კანდიდატად მიაჩნიათ.
ესპანური წყაროები კი წერენ, რომ "სანდერლენდში" გადასვლა თავად აბურჯანიასაც უნდა. გუნდი, რომელმაც ზედიზედ 10 სეზონი გაატარა ინგლისის პრემიერლიგაში, ელიტიდან 2017 წლის სეზონის შემდეგ დაქვეითდა და ბოლო ორი ჩემპიონატი ლიგა 1-ში გაატარა.