"რეალში" შეიძლება ძმებმა ბელინგემებმა ერთად ითამაშონ

AutoSharing Option
"რეალში" შეიძლება ძმებმა ბელინგემებმა ერთად ითამაშონ, - იტყობინება Goal-ი.

გამოცემის ცნობით, "რეალი" ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმის, ჯობი ბელინგემის ტრანსფერს განიხილავს. შემტევი ნახევარმცველი შეიძლება მადრიდულ გუნდში ზამთარში გადავიდეს.

"რეალმა" თავისი სკაუტი ჯუნი კალაფატი ჯობის ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშის სანახავად გაუშვა. "სანდერლენდის" 18 წლის ფეხბურთელის თამაშის ნახვა კალაფატს თავად "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაავალა.

"რეალმა" ჯუდ ბელინგემი ზაფხულში "დორტმუნდისგან" 130 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა. მან "რეალში" 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯობი ბელინგემის სატრანსფერო ფასი
5 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული