"მიუნხენ 1860"-ის ექსმწვრთნელმა ხვიჩა რიბერისა და რობენს შეადარა

AutoSharing Option
"მიუნხენ 1860"-ის ექსმწვრთნელი დენის ბუშუევი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

"ის იმავე გალაქტიკიდანაა, საიდანაც რიბერი და რობენი იყვნენ. მან ბუნდესლიგის საუკეთესო 5 გუნდში აუცილებლად უნდა ითამაშოს. ხვიჩას შესანიშნავი ტექნიკა და გოლის გატანის კარგი ალღო აქვს, ასეთს კი გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატში არცთუ ისე ხშირად შეხვდებით. ამრიგად, კვარაცხელია აქ აუცილებლად უნდა მოხვდეს" - განაცხადა ბუშუევმა Match TV-სთან ინტერვიუში.

ხვიჩას ტრანსფერით ასევე "ლიდს იუნაიტედია" დაინტერესებული.

2020/21 წლების სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 23 შეხვედრა გამართა, საიდანაც თავი 4 გოლითა და
8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ რუსეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. რაც შეეხება მის გუნდთან არსებულ კონტრაქტს, ქართველი და "რუბინი" ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 30 ივნისამდე არიან დაკავშირებულნი.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპას არ უყურებთ? რა მაგარი ფეხბურთელები არიან. კვარაცხელია არა კვახი
მორიელი
11:36 29-06-2021
4
ქუთაისელს, კვარას მეტოქე დღეს ივანოვი, პეტროვი არიან, მათ დონეზე რათქმა უნდა ბრწყინავს, აქ რო ჩამოვიდეს კიდე მეტად გამოჩნდება, მართალია მორიელი რომ ის ახ.ბიჭები სხვა დონეზე, სხვა მცველებს უპირისპირდებიან
kaxi
15:08 29-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული